“რა გააფუჭეთ C ჰეპატიტის პროგრამაში, ბატონო დავით? ცენტრი განადგურების პირას მიიყვანეთ”

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჯერად კი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით სერგეენკოს მიმართავს:

ა.წ. 21და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“.

ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა.

ამავე დროს ბ-ნმა დავითმა სთქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.

მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას.

აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.

ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. სერგიენკოს ფანი

    ხოდა თუ მასეა–ცერცვაძეს გადაეცით,რატომ არ იცის დღევანდელი უახლესი ინფორმაცია,(შეიძლება გვიმალავს?) ახალი, უცნობი, უფრო ძლიერი გადამდები თვისებების მქონე კორონავირუსზე?. რომელიც ვიეტნამის ქალაქ დანანგში გავრცელდა. ამ ინფორმაციას უკვე ყველა სააგენტო ავრცელებს. უფფფ როგორც იქნა მოგეცა საქმე დ.კ.ც. გიხაროდენ და შემოკარით ფსიქოგანგაშის ტამტამები:)…ჟურნალი FORBS https://yandex.ru/turbo/s/forbes.ru/newsroom/obshchestvo/405857-vo-vetname-vyyavili-vspyshku-bolee-zaraznogo-tipa-koronavirusa

  2. ანონიმური

    ესენი დეპუტატობის გამოისობით ჭამენ ერთმანეთს???

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.