რა ახალი მეტსახელი შეარქვა გოცირიძემ პრეზიდენტს?

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ზურაბიშვილის იმ ბრძანებას ეხმაურება, რომლითაც პრეზიდენტმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა:

„როგორ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? – დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე. დახატა რაღაც დროშა, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შტოებში სეპარატულ კუნძულად წარმოაჩენს საკუთარ თავს და ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას“

ფოტო – “მთავარი”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ქალი სახადია!

  2. ანონიმური

    ზურაბიშვილი სპეციალურად აკეთებს, მე მგონი “ვაო-შოუს” დაკვეთით, რომ ხალხმა იღადავოს!;)

  3. ანონიმური

    თამარის ჯვრის მსგავსი ჯვარი ხომ აქვს, ახლა დროშა უნდა….”სალომეს დროშა გაშალეს….” უნდა უშველონ ამ ქალს რამე, ვადის ამოწურვამდე რამე უბედურება არ დაგვმართოს.

  4. ანონიმური

    ხედავ შენ, რამხელა ამბიციები აწუხებს თურმე…. ქალი მეფე – ქალი პრეზიდენტი… ანუ, ლეკვი ლომისა … როგორც მოიყვანა მისნაირმა არაადექვატურმა, ისე უნდა წაიყვანოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.