„რაც შეეხება მძღოლის გვერდით ჯდომას, აქ გაცილებით მეტი შანსია დაავადების, რადგან მის გვერდით ზიხარ და მას ესაუბრები“

როდესაც რაღაც შეზღუდვა გამოდის, იქ ვერ გაწერ, რომ მანქანაში, უკან შეიძლება სამი კაცი დაჯდეს, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან და მაინც ერთად ცხოვრობენ, – ასე ახსნა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ის ახალი შეზღუდვა, რომელმაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა.

სწორედ ამ საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ პატრულმა რა იცის, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ უცხო ადამიანები, როდესაც მანქანაში სამ ადამიანს ხედავს.

„ამიტომ, უკან ჩასხდომა არაუმეტეს ორი კაცისა, არის შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ მაინც სოციალური დისტანცირება. სულ სხვაა ერთი მეტრი მანძილი. რაც შეეხება მძღოლის გვერდით ჯდომას, აქ გაცილებით მეტი შანსია დაავადების, რადგან მის გვერდით ზიხარ და მას ესაუბრები“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

  •  
  •  

კომენტარი

  1. მარინა

    ამას თავი მამაზეციერი და ყოვლის მცოდნე ჰგონია.მარაზმამდე მისული წესები,რომ თურმე გვერდზე ჯდომა არ შეიძლება,ცოლ-ქმარი და შვილები (არა უმეტეს 3)უკან უნდა იჯდნენ(მართალია სახლში ერთად წვანან).ვითომ იმ მოტივით რომ პოლიცია ვერ გაარკვევსო ვინ-ვინ ხართო,სინამდვილეში საბუთი ანახე და მათ თვალწინ მთელი შენი ცხოვრება და დოსიე ექნებათ გადაშლილი,ძალიან უსუსური არგუმენტია მათი მხრიდან.

    1. იზოლდა

      სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ხომ გაგიგიათ ქ.მარინა?

  2. გიორგი

    ერთმნიშვნელოვნად სწორი და გონივრული ახსნაა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.