“რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)…” – რას წერს ბიძა ფოტოგრაფის ჩვენებაზე?

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე, საქმეში ბრალდებულების უფლებადამცველების მიერ ჩატარებულ ექტსპერიმენტს ეხმაურება:

“დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება).

თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც “ტოიოტა”-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც).

რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა-ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.

თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი-ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე-გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.

რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით?

სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება უკვე დადგენილია!

P.S რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)…”

შეგახსენებთ, მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის ადვოკატების მიერ საგამოძიები ექსპერიმენტი ჩატარდა.
დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პროკურატურის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მათი ექსპერიმენტით დადასტურდა.

“ჩვენ ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექვსივე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების დადგენილებაში არის სიცრუე. მე-6 ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა, ფაქტიურად, შეუძლებელი იყო და ვერ ჩატარდა, რადგან მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა”, – ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    raga dagimalo da magari pitaloxar

  2. თბილისელი

    ანონიმურებო 14.53. და 15.34სულ დაკარგული გქონიათ სინდისიც,ნამუსიც, ადამიანობა ,კაცობა თუ კაცები ხართ თუ არა და ქალობა…თქვენისთანა წურბელებს უნდა ამოანთხევინო ის სისხლი რასაც სხვას წოვთ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.