რატომ წავიდნენ კობახიძე და კალაძე ევროპაში და რატომ გზავნის ევროპარლამენტი სინამდვილეში “მისიას”?

ორი დღის წინ მმართველმა გუნდმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტს სთხოვეს, ჩამოსულიყვნენ მისიით – კი, ზუსტად ამ სიტყვით თქვეს, და ითხოვეს, ამ მისიას შეესწავლა უგულავას საქმე.

მალევე განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და ჩამოდის მისია უგულავას საქმის შესასწავლადო.

კალაძე და კობახიძე რომ დამწკრივდნენ ევროპარლამენტისკენ, არ წაიღეს შესასწავლად უგულავას საქმე? ვერ ზიდეს? ვერ დაიმახსოვრეს? ვერ აუხსნეს ევროპარლამენტარებს?

წერილი მაინეც გაგეტანებიათ, ვერც წერილს მიიტანდნენ მისამართზე?

“ალიას” კულუარულად მოაწოდეს ნამდვილი ინფორმაცია, რა მოხდა სინამდვილეში ევროპარლამენტში. მმართველ გუნდთან დაახლოებული პირი გვიყვება:

“როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპარლამენტს მიმართო თხოვნით, ჩამოდი და თავად შეისწავლე საქმეო და ევროპარლამენტმა იმავე დღესვე გითხრას თანხმობა? მოლაპარაკების, შეთანხმების, დაფიქრების გარეშე?

პირიქით გახლდათ ეგ ამბავი, ევროპარლამენტმა მოითხოვა ჩამოსვლა თავად, ოღონდ, ახლა, ორი დღის წინ კი არა, ჩამოსვლა კარგა ხნის წინ დაიწყეს საუბარი.

ისინი დიდი ხანია გვაკვირდებიან, ასე უცებ, ერთი შემთხვევის გამო არ იწყებენ საუბარს, ხომ იცით?

მეტიც, ისინი არ ჩამოვლენ მხოლოდ უგულავას საქმის შესასწავლად, დაინტერესებულნი არიან ოქრუაშვილის, მელიას, ხაზარაძის საქმით… ყველა საქმე აინტერესებთ უკვე და ეს უნდობლობა წამოვიდა მას მერე, რაც ივანიშვილმა სიტყვა გატეხა და არც შეიმჩნია, ერთი ბოდიში არ მოიხადა.

მოკლედ, ევროპარლამენტარიდან კომისია რომ ჩამოდის, იმიტომ წავიდნენ კალაძე და კობახიძე, იმედი ჰქონდათ, მათი ჩატანილი ამბით მოაგვარებდნენ პრობლემას და იქნებ გადაეფიქრებინათ მათთვის ჩამოსვლა, მაგრამ არც კი მოუსმინეს და იძულებულნი გახდნენ, ეთქვათ, რომ ეს მათ ითხოვეს ევროპარლამენტის დელეგაციის ჩამოსვლა.

ევროპარლამენტი იმას კი არ ედავება “ოცნებას” – უგულავა რატომ დაიჭირეო – ევროპარლამენტი ეუბნება, ახლა რომ დაიჭირე – ამიტომაა პოლიტპატიმარიო!

როგორ დაუმტკიცებს “ოცნება” რომ აქამდე ვერ დაიჭერდა და ზუსტად ახლა უნდა დაეჭირა?

თორემ, ევროპარლამენტი უგულავას საქმის განხილვას კი არ დაიწყებს და სასამართლოსა და პროკურატურის საქმეში კი არ ჩაერევა! – მაგრამ, აუცილებლად იტყვის, რომ სასამართლოს რეფორისთვის ტყუილად დაიხარჯა ამდენი ფული და დრო – ისევ პოლიტიზირებულია სასამართლო!

ამის ეშინია “ოცნებას”, ამიტომ ცდილობენ, არ ჩამოვიდეს ევროპარლამენტის კომისია, კი, კომისია და არა მისია. მისია არა – ჯვაროსნული ომი კიდევ, ისინი ჩამოვლენ, იმის სანახავად – მართლა ასეთი უტიფარია მმართველი გუნდი, თუ არა და მათი აქ ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტ ოპოზიციურ ლიდერს მოუსმენენ ადგილზე.

გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ ევროპარლამენტის კომისია ჩამოვა რუსული დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლამდე – მათ მმართველი გუნდის პოლიტიკური კურსიც ძალიან აინტერესებთ! ევროპას სურს რომ საქართველომ და რუსეთმა ისაუბროს, მაგრამ არ უნდა ეს საუბარი მის გარეშე შედგეს და ცალსახად არ სურს ომი, რომელიც, აუცილებლად მოჰყვება მეორე “გავრილოვის ღამე” თუ მოუწყვეს ქართველებმა რუსულ დელეგაციას, მით უფრო, რომ რუსეთმა უკვე გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება – დაიცვას და გაუფრთხილეს რუსულ დელეგაციას!

ამერიკაც უფრო მშვიდადაა ეს დღეები, თუ შეამჩნიეთ – ამერიკა დარწმუნდა, რომ ევროპა სერიოზულად მოკიდებს ამ საკითხს ხელს და ახლა ჯერ მათ პასუხს დაელოდება.

კარგი იქნება, ოპოზიცია ერთად თუ შეხვდება ევროპარლამენტის დელეგაციას და არა ცალ-ცალკე, რადგან, ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში, არიან ადამიანები, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში იტყვიან, რომ ყველაფერი ისე ცუდად, სულაც არ არის, როგორც ჩანს”

ხოო, ესეც ამ მისის მთელი ისტორია!

ალია

  •  
  •  

5 Comments

  1. *****

    გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში ერთი მეორეს მიყოლებით რატომ ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კომისიის ჩამოსვლას. და მეორე- ევროპარლამენტი ყოველ დღე არ იკრიბება. ახლა მიიღეს ეს წინადადება და მარტის თვეში კი აპირებენ ჩამოსვლას.

  2. ანონიმური

    საიდან მოგაქვთ მსგავსი სისულელეები თქვენ სააგენტოს მე არ ვიცი რა

    1. კახა

      რეიტინგი სჭირდებათ და ყველაფერზე არიან ამისთვის წამსვლელი

  3. ანონიმური

    სრული აბსურდი

  4. შალვა

    რამდენს გიხდიან ამ შეკვეთილ სტატიებში თქვენ და BLOOMBERG-ს, ასეთ სისულელეებს რომ იგონებთ და წერთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.