რატომ შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილი უნგრეთში ადეიშვილსა და საფრანგეთში – კეზერაშვილს?

2013 წლის  21 ნოემბერს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ,  ლაშა ნაცვლიშვილმა თანამდებობა დატოვა. 19 დეკემბერს კი ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა და ევროპაში წავიდა. მაშინ  შსს–მ ცოცხალი თავით არ გასცა ინფორმაცია იმის შესახებ, ლაშა ნაცვლიშვილმა  გადაკვეთა  თუ არა საქართველოს საზღვარი. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ვერ გავასაჯაროებთო. თუმცა, მოგვიანებით, იმავე შსს–მ, კონკრეტული პირების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ არა თუ ინფორმაციები გაასაჯაროვა, ამ ფაქტების დამადასტურებელი ვიდეოებიც კი გაავრცელა. თუმცა, ლაშა ნაცვლიშვილი ევროპაში მართლა იყო  და  საფრანგეთში არა ერთმა ადამიანმა ნახა.  ეს ინფორმაცია გავრცელდა.

მაშინ, ლაშა ნაცვლიშვილის მოულოდნელი, უცაბედი გაქრობის შესახებ, ყველაზე სარწმუნო ვერსია საზოგადოებისთვის ის იყო, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიზნესმენებს აშანტაჟებდა, ფულს და წილებს სძალავდა, ეს შეიტყო მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და ნაცვლიშვილმა გაასწრო, რომ არ დაეჭირათ.  ეს ინფორმაცია მედიითაც გავრცელდა. სხვა ვერსიაც იყო. ლაშა ნაცვლიშვილმა „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისა და მაღალი რანგის ჩინოვნიკებისგან დიდი ფული აიღო, რომ მათი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულების მტკიცებულებები გაენადგურებინა და საქმის მასალები გაეყალბებინაო. არც თუ დიდი ხნის წინ, თავად ნაცვლიშვილმა აღიარა, რომ კონკრეტული „ნაციონალების“ სისხლის სამართლის დანაშაულებების მტკიცებულებები ჰქონდათ, მაგრამ არ დაიჭირეს. მაგალითებად გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე დაასახელა. თუმცა, ეს არაფერია. მას ყველაზე სისხლიანი „ნაცების“ დანაშაულებების ჩაფარცხვა ბრალდება და ამაზე ხმას არ იღებს და არც ამოიღებს.

ახლა ყველაზე მთავარი. ლაშა ნაცვლიშვილი საფრანგეთში ნახეს 2014  წლის იანვარში, შემდგომშიც. მანამდე სად იყო? „ალიას“ საზღვარგარეთ მყოფმა წყარომ უთხრა, რომ, ნაცვლიშვილი უნგრეთში იყო, ზურაბ ადეიშვილს სტუმრობდა, მის სახლშიც ცხოვრობდა რამდენიმე დღე. საფრანგეთში კი დავით კეზერაშვილს შეხვდა და თან არაერთხელ. მერე ეს კაცი, უძღები შვილივით ჩაიხუტა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ პიარი ჩააბარა. ივანიშვილმა თავისი „გაისწორა“ – ნაცვლიშვილი საქართველოში მისი თანხმობით ჩამოვიდა, შეხვდა ბიძინას, ბოდიშები უხადა კი არა, როგორც ამბობენ, ამხელა კაცი ტიროდა და ისე სთხოვდა პატიებას მამა–მარჩენალს: მომიტევეო. მიუტევა რომელია, იმაზე მეტი გავლენა უბოძა, ვიდრე მთავარი პროკურორობის მოადგილეობისას ჰქონდა. ეს ის დროა, როდესაც ივანიშვილი მართლა აპირებდა ამ ქვეყანაში სამართლიანობის სრულად თუ არა, ნაწილობრივ აღდგენას.

რატომ შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილი უნგრეთში ზურაბ ადეიშვილს და საფრანგეთში დავით კეზერაშვილს?  „ქოცები“ ამის შესახებ არაფერს იკითხავენ. მთავარი ის არის, დღეს ნაცვლიშვილი მაგათ ბანაკშია და ერთად, „მედგრად“ უტევენ „ნაცებს“, „თავგადაკლულები“ ებრძვიან.

თქვენი ნაბრძოლი და ნაომარი არ გაიშვა! მედროშედ „ნაცების“ „ნასედკა“ ნაცვლიშვილი გყავთ და ეგ, როდესაც ნავი კარგად გაიხვრიტება და ბლომად  წყალი ჩადგება, პირველი ისკუპებს „ნაცების“ ნავში.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    uzneo xalxis buketi darCha ocnebaShi

  2. ანონიმური

    ამისთანა ნაგავი დარჩა ქოცნებაში,აბა ვისაც გული და სინდისი გქონდა ,ყველა გაეცალა ამ უმსგავსობას,რასაც ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ჰქვია.შეიძლება ბიძინას მართლა უნდოდა კარგის გაკეთება ქვეყნისთვის,მაგრამ როგორც დიდმა კაცმა ბრძანა, როცა ქვეყანაში ამდენი მოღალატეა ასი მაკედონელიც ვერ გაგამარჯვებინებსო.სანამ არ გაიზრდება გონება კუჭზე მეტად,არ იქნება არაფერი კარგი.

    1. ნათი

      თქვენნაირი ხალხი იმსახურებს სისხლიან ნაცრეჟიმს, ალიას ჟურნალისტებიც, მაგრამ სხვა პატიოსანმა ხალხმა რა დააშავა.
      ახლა იჭორავეთ რამდენიც გინდათ, ვინ გისმენთ?
      რა თქმა უნდა არავინ. 9 წლიანმა სისხლიანმა ნაცრეჟიმმა ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას მტკიცე გადაწყვეტილება მიაღებინა: არა, სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენებს!!!

      1. ანონიმური

        შე ავადმყოფო, შენ სად იყავი, მე რომ ნაცებს ვებრძოდი? სად იყავი ის 9 წელი და რას აკეთებდი? შენი ბრძოლის ერთი ფაქტი მითხარი და მე ჩემი და “ალიას” ბრძოლის 100 ფაქტს დაგიდებ. გადაიფარე ნაცვლისვილს. მაგრად გადაეფარე. ამისთანებმა უტირეს დედა ოცებასაც და შენს მამა–მარჩენალსაც. ლევან ჯავახიშვილი

  3. დუდუ

    nacvlishvili aris gandoni pirovneba da magari gveli

  4. ანონიმური

    ეს ყველაფერი ჭორებია.. ლაშა ცუდათ იყო ვერაგ დაავადებას ებრძოდა ….

    1. ანონიმური

      aba l9mk8s gadagdeba undoda ojax motknuls

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.