რატომ სცემა პოლიციელმა ახალგაზრდა რკინის ჯოხით? – პროკურატურის განცხადება

ცოტა ხნის წინ გავრცელდა საგანგაშო კადრები, ნაცემი ახალგაზრდის და ჟურნალისტი, ლევან თორია, რომელმაც ფოტოები გაავრცელა, წერდა: “მოდის პატრულის თანამშრომელი და სასტიკად სცემს, რკინის “დუბინკით”

პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ  მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.     

დადგენილია, რომ  27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და  კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.

126-ე მუხლის პირველი ნაწილი –  ცემა ან სხვაგვარი ძალადობა (არაგამიზნული, არა განზრახ ჩადენილი) – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ!

სულ ესაა, ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა? – სერიოზულად? და რკინის ჯოხი თან ჰქონდა წაღებული, თუ იქ აიღო? რატომ ხართ დარწმუნებული რომ არ ჰქონდა წინასწარ განზზრახული ცემა?

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    garik tbilisi sos batumi am ocne s adzlevs? baraqala raven kacobas

  2. თბილისელი

    გამოიძიოთ უნდა სრულყოფილად და არავითარი ხელის დაფარება მაგ პოლიციელს,მერე რა რომ იმ დღეს არ მუშაობდა და ფორმა არ ეცვა? მან ხომ იცოდა ვინც იყო.დაისაჯოს ეგეთი პროვოკატორები. ასე ცემა გაგონილა? მიდი ახალგაზრდა დაიცავი შენი უფლებები. რა ამ ზუგდიდში ხდება უბედურობები? საინტერესოც ხდება ეს ამბავი

  3. ანონიმური

    tbiliselo radamsaxurebistvis hide ocneba?

    1. თბილისელი

      ქართული ო ც ნ ე ბ ა გაიმარჯვებს,უღირსები გავლენ გუნდიდან,რომლებიც ადვილად ტყუვდებიან და იცლიან აზრებს სულის და კაცობის თუ ქალობის გაყიდვით. ასეთები ყავდეთ ოპოზიციას,კერძოდ ვაშაძეს და ნაცებს,რადგან მათ მოსწონთ ეს ხალხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.