რატომ მისცა ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს 100 ათასი დოლარი და რას ჰყვებიან ადვოკატები ძალადობაზე?

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე გამართეს.

საქმის ადვოკატ ანა თავხელიძის თქმით, პირველ რიგში, საუბარი არ არის ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ, განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას ხდებოდა, სხვადასხვა ფორმით.

საქმის კიდევ ერთმა იურისტმა, ანა აბაშიძემ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ ცოლს. ამ ინფორმაციას “საფუძველს მოკლებული” უწოდა.

“100 ათასი დოლარი, რომელიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნაჩუქარი იყო, ან კეთილი ნება, ბატონი ბასილაშვილის, მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ქალბატონ ნელის. წარმოიდგინეთ, საკუთარ სახლზე რომ გედავოთ, რომ ეს არის ნაჩუქარი. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად და იმაზე ნაკლებს დათანხმდა ქალბატონი ნელი, რაც კანონით ეკუთვნოდა

“თავად ბატონი ნიკოლოზი საუბრობს მედია გადაცემებში და აღიარებს აწ უკვე ყოფილი ცოლის როლს საკუთარ სპორტულ წარმატებაში. თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ რომ წვლილი აქვს ოჯახსა და ცოლს. ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდასაჭერად უარს ამბობდა საკუთარ კარიერაზე. მან კარიერა დაიწყო საჯარო სამსახურში. შემდეგ არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, დამხმარებოდა ქმარს”.

  •  
  •  

კომენტარი

  1. იურისტი

    ქალბატონო ადვოკატო სასამართლომ რომელი კანონის საფუძველზე მიაკუთვნა თანხა ბასილაშვილის მეუღლეს?

  2. ჯინო

    ნეტა რა კარიერა უნდა გაეკეთებინა მაგ შტერ ქალს პრესკონფერენციაზეც რომ არ მობრძანდა სისულელეები რომ არ ეთქვა

    1. ნათი

      მართალს ამბობთ. შექმნა ოჯახი,ყავდა შვილი,მატერიალურად ძლიერი იყო, უცხოეთში ყოფნა და შოპინგები არ აკლდა და რა სამუშაო უნდა ენახა ისეთი,რომ ეხლა წყდება გული? დროსტარება?ფუი ასეთ დედას შვილს რომ მამის წინაარმდეგ იყენებს.გამომძალველი კანონით უნდა ისჯებოდეს. მისთვის ჯობია ისევ საერთო ენა გამონახოს ყოფილ ქმართან და არაა საჭირო სამზარეულოს გარეთ გამოტანა.ისევ შვილს ავნებს.რომელ ოჯახში არ ხდება კომპლიქტი? მოძალადეა? მოცილდი დროზე,ან ასეთი მოძალადე თუ იყო რა უნდოდა ქმრის ოჯახში რომ მიპრაკუნდა? ბავშვს ასედაც მიუყვანდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.