რატომ მივიდა ამერიკის ელჩი პროკურატურაში და რა ისაუბრეს არჩევნებზე?

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

პროკურატურის განცხადებით:

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ის საელჩოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, პროკურატურის სისტემის განვითარების კუთხით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო დანაშაულებების გამოძიების საქმეებში ჩართულობის და დახმარებისთვის, ასევე საექსტრადაციო საკითხებში დახმარებისთვის.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა  მიმართულებები, მათ შორის ექსტრადიციები, საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები.

ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით.”

როგორც ვხედავთ, პროკურატურის თქმით, გაცნობითი სახის შეხვედრა იყო და რეფორმებზე ისაუბრეს, ამერიკის ელჩის თქმით კი საუბრის მთავარი თემა – არჩევნები იყო.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შოთაზე გაადამიანების პროცესშია, ბევრი გაგებით!

  2. getman_givi@yahoo.com

    გენადი კოლბინი კაბაში

  3. სიმართლე

    აფსუს საქართვლო, ვის ვასალად ვიქეცით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.