რატომ იწყება თბილისში კომენდანტის საათი 20.00-ზე 21.00.-ის საცვლად?

საყოველთაო კარანტინი – 31.03. 2020 წელი

დღე პირველი:

მე და ტაქსის მძღოლი:

-აბა, როგორ ხარ? ხომ არ შეგაშინათ კორონამ?

-სადაა კორონას შესაშინებელი?

-გქონდათ გამოძახება?

-დილის საათებში, მერე უცებ შეწყდა, ამბობენ 9 საათს მერე ვიონც გამოვა საღამოს გარეთ 3 ათასი ლარით დააჯარიმებენო – სარკიდან მიყურებს – დავეთანხები, თუ ვუარყოფ.

-კი, ასეა.

-მერე იმ ადამიანებს ვისზეც საშვები დაუშვეს, ყველას მანქანა ჰყავს? თუ რით ივლიან, ნეტავი? – უკვე მე აღარ მიყურებს, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.

-უტარებთ დეზინფექციას სალონს?

-დღეში რამდენჯერმე – რომ არ მოგატყუოთ, უფრო მაშინ, უცხოელი თუ მიმყავს, როგორც კი გადადის, ვაჩერებ და დეზინფექციას ვატარებ. შვილმა მიყიდა სამი ბოთლი ხსნარი – თითოში 20 ლარი მისცა, სულ 60 ლარი გადაიხადა და ძალიან ძვირია, ხშირად ვერ დავასხამ.

-სპირტი?

-არ ვსვამ საერთოდ წლებია.

-არა, გასაწმენდად.

-ა, ხო, ერთი დღე გამოვიყენე, მაგრამ ხელები გამოიუხეშა და სუნიც არ მიყვარს. კი ვიცი დამზადება სპირტით და გლიცერინით, მაგრამ გლიცერინი ვერ ვიშოვნე.

-შემოვა იმედია, თორემ, ყოველთვის ამ სადეზინფექციოს ვერ იყიდით, თან ხომ ხედავთ, ძვირი რომ ღირს იშვიათად იმეტებთ.

-ბევრსაც არ დავდივარ. თუ გამოძახება არ არის, ვზივარ და ვკითხულობ. ახლა თქვენ რომ მიგიყვანთ, გავაგრძელებ კითხვას. ტყუილად რომ არ ვიბოდიალო, წიგნი მაქვს წამოღებული. ერთხელ სადღაც საუბარში მოვისმინე, ვიღაცამ წიგნი ახსენა და თავში მომივიდა აზრად წიგნის ტარება. თორემ, ვის ეცალა წიგნისთვის. ერთის მხრივ კარგია, რომ წიგნის კითხვა დავიწყე, თუმცა, არც ის მინდა, მარტო წიგნზე გადავიდე და ვერ ვიმუშავო.

მიუხედავად იმისა, რომ კომენდანტის საათი 21 საათზე იწყებოდა, 20 საათზე უკვე ყველა მაღაზია დაკეტილი იყო ირგვლივა, მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის კომპანიებს ტარიფი გაორმაგებული ჰქონდათ 20 საათზე არცერთი ტაქსის მძღოლმა არ მიიღო გამოძახება და რომ არა მეგობრები – ქუჩაში დავრჩებოდი.

გამოდის, ქალაქში კომენდანტის საათი 21 საათზეა დაანონსებული, მაგრამ რეალურად 20 საათზე იწყება. 

რადგან, ისე მოხდა, რომ მთავრობას დაავიწყდა ეთქვა, 21 საათზე ვინც დაკეტავთ ობიექტს და მორჩებით მუშაობას, რომ გაგაჩერებთ, თუ სახლის მიმართულებით მიდიხართ, გაგატარებთ და არ დაგაჯარიმებთო.

ისევე როგორც მთავრობას დაავიწყდა ის ხალხი, ვისაც საშვი მისცა – მედ პერსონალი, მაგალითად, რომელთა ნაწილსაც შესაძლოა ღამეც მოუწიოს სახლში წასვლა და ვიღაცამ თუ არ მიაკითხა, ქუჩაში დარჩება.

ჩემი მეზობლის სამსახური არ დაკეტილა, მაგრამ ჩემი მეზობელი დროებით დაეთხოვა – ტაქსით რომ იაროს, ხელფასი არ ეყოფა, ფეხით ვერ ივლის, ისედაც უჭირს სიარული – ინვალიდია. დავრეკეთ გამგეობაში, დაგვპირდნენ რომ პროდუქტით დაეხმარებიან – ველოდებით.

სანამ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდებოდა, მთავრობამ კერძო კომპანიების – გაზის, ელექტროენერგიის, წყლის კომპანიების ჯიბეზე იზრუნა და ყველას, ვისაც დანაზოგი ჰქონდა, კომუნალური გადასახადები გადაახდევინა.

ახლა ზოგს მნიშვნელოვნაც შეუმცირდა დანაზოგი, ზოგსაც გაუქრა. 

ამას დაემატა მგზავრობის საფასური, რომელიც უცებ გაათმაგდა.

პირველივე დღეს, ტაქსის კომპანიებმა ტარიფი საგრძნობლად გაზარდეს საღამოს 20 საათისთვის – დღეს უკვე დაინახეს, რომ დილით და საღამოს ყველაზე მეტი კლიენტი ჰყავთ და მოთხოვნა გაიზარდა – რა მოხდება, თუ თავში აზრად მოუვათ რომ ხვალ დილითაც გააორმაგონ ტარიფი?

რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, გავედი, გამაჩერეს, საბუთი შემიმოწმეს, მისამართი მკითხეს (საშვი მქონდა ელექტრონული), იყვნენ აღჭურვილნი შესაბამისად, მეტიც, ხუთმაგადაც კი, ხელთათმანი, ნიღაბი, დამცავი შლემი – მოკლედ, მომეწონა.

საზარელი სანახავი იყო ცარიელი ქუჩები, ერთი შეხედვით ასე მომეჩვენა, მაგრამ უფრო საზარელი სანახაობა იყო, ცარიელ ქუჩებში უხმოდ მიმავალი სასწრაფო დახმარების მანქანები.

ხო, ვორონცოვზე კაცი შემხვდა ძაღლთან ერთად :

-რომელი საათია, ძმაო?

– ათის ნახევარი.

-ხოო, ჯერ ადრეა!

ალბათ, ალბათ…

რაც შეეხება პოზიტივს – დღეს ვარანცოვის მოედანზე მდებარე რესტორანს აქცია ჰქონდა – რესტორანი დაკეტილია, მაგრამ კედელზე ფურცელი იყო გაკრული, სადაც ნებისმიერს შეეძლო მისამართის და ვინაობის დაწერა – ვინც სიაში იყო, ყველას სახლში დაურიგეს (რესტორანთან რიგი რომ არ დამდგარიყო) ცხელი საკვები სულადობის მიხედვით.  

დღის ფეიკ.ნიუსი – კახა კალაძემ, ქალაქის მერმა – ელექტროენერგიის გადასახადი გადაუხადა ყველა თბილისელსო.

ნიუსი დილიდან ვრცელდებოდა, თუმცა, სანამ მედიამ არ დარეკა მერიაში, მერიას განცხადება არ გაუკეთებია, ტყუილია, არ გადაგვიხდია თქვენი ელექტორენერგიის ფულიო.

რა ვიცი, რამე ისეთი „ფეიკი“ რომ გავრცელებულიყო, მაგალითად, კახა კალაძის ცოლი იტალიიდან ჩამოვიდა და კარანტინში არ იყოო – ყველა განცხადებას გააკეთებდა!

არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ფეიკი, მაგრამ არ არის ცუდი აზრი, ხვალ რომ გაავრცელონ, გახარია გაზის გადასახდს იხდისო, მერე რომ თქვან, ივანიშვილი ყველა კომუნალურს იხდისო – იქნება, რომელიმეს შერცხვეს – ბოლოს და ბოლოს ხეს რომ ეძახო გახმიო, იმას შერცხვება და…

და ბოლოს – დღის ანეგდოტი –

სამ ადამიანზე მეტს არ შეუძლია ერთი მანქანით იმგზავროსო!

და ვისაც სამი შვილი ჰყავს? ან ოთხი?

გადაიყვანოს ჯერ ორი, მერე მოვიდეს, გადაიყვანოს მომდევნო ორი?

და იმ ორთან რომელიც უკვე გადაიყვანა ვინ დარჩება? – დედა?

და სახლში რომ დატოვა იმ ორთან ვინ იქნება მეთვალყურე?

ვიძახდი, საჭიროა სახლში ორი დედათქო და არ გეჯერათ.

სოციალურ ქსელში დღეს ერთი ითხოვდა, მოვიდეს გახარია და ჩემი შვილების ძიძა იყოს მაშინო, მეორე კი, უფრო პრაგმატული ადამიანი (რომელსაც გახარიას მოსვლის იმედი არა აქვს) – იხვეწებოდა – გავაჩუქებ ოჯახის წევრებს კარანტინის დასრულებამდეო.

ხო, კიდევ, ალკოჰოლის რეალიზაცია იკრძალება – მაგრამ ეს უკვე სატირაა.

ჭაჭა და ჭაჭა რომ აღარ იქნება, განზავებული სპირტი.

ალია, თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ხალხი გამოყლევდა ალბათ, რაგინდათ ეხლა 9 დაიწყოს და ვის რა დრო დასჭირდება სახლამდე ვინ ზომოს, მესმის ხალხო რომ გაჭირვებააა, მაგრამ თუ კორონა გავრცელდა დედის ტყვნა იქნება და მერე იტყვით რატომ არ გაამკაცრეთო. მთავრობა დაგვპირდა რომ გაჭირვებულებს დაეხმარება, მაგრამ ყველა გაჭირვებული ნუ გავხდებით, შევუწყოთ ხელი, თორე ხვალ კორონა ღუ არ შევაკავეთ დღეს რომ მილიონიც დაარიგოს მთავრობამ არ გამოგვადგება.

    1. ანონიმური

      ეს ამ ჟურნალისტის შინაგანი მდგომარეობაა – სულ ცდილობს რაღაც იდიოტურ არგუმენტს ან მის მიერ მოგონილ ამბავს ჩამოეკიდოს და ამაზე ააგოს სტატია… ძალიან უბადრუკად გამოიყურება ხოლმე, მაგრამ არც არავინ ეუბნება ეტყობა პირში სიმართლეს…….

  2. ანონიმური

    უფრო ადრეც თუ დაიწყებნ ამით უკეთესი კიდე

  3. ანონიმური

    ესეთი დადებითი ემოციებია დღე საჭირო

  4. ანონიმური

    თითიდან გამოწოვილი ამბები! აშკარად დაეტყო ალიას კარანტინი! ისიც დაწერეთ ბარემ ვის საძინებელში ნატრობენ გახარიას სტუმრობას?!
    ახლა ამ სისულელეების წერის დროა?

  5. მე

    თითიდან გამოწოვილი ამბები! აშკარად დაეტყო ალიას კარანტინი! ისიც დაწერეთ ბარემ ვის საძინებელში ნატრობენ გახარიას სტუმრობას?!
    ახლა ამ სისულელეების წერის დროა?

  6. Nino

    Mokles sul ukmayopiloebi rogor xart xalxo ra, es yvelaperi chventvis ketdeba, da cota iazrovnet raa siborotes tavi daanebet, magas jobia ilocod ro yvelaperi kargad iyos da male daubrundet chveu cxovrebas

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.