რატომ თქვა უარი დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობაზე და რატომ დაიხია უკან გიგი უგულავამ?

მაშ, ასე – რეალურად, ერთ მაგიდასთან მსხდომ 30 ოპოზიციურ პარტიას 8 მაჟორიტარის დასახელება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ საზოგადოებამ მხოლოდ ექვსი მათგანის ვინაობა იცის. ორზე, შეთანხმება კი იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ… კანდიდატები არ მოიწონეს. თუმცა, რიგითობით მივყვეთ.

არავისთვის არაა უცხო, რომ დედაქალაქში მაჟორიტარობა გიგა ბოკერიასაც უნდოდა, მაგრამ გიგას გასაგებად აუხსნეს, რომ მისი ავტორიტეტი არათუ მხოლოდ ევროპულ საქართველოს, არამედ მთელ ოპოზიციურ სპექტრს დააზარალებდა და ევროპელებმაც… თავისუფალი დემოკრატებისგან შალვა შავგულიძე ითხოვეს. შავგულიძე ერთხელ უკვე დამარცხდა მთაწმინდაზე და ისიც ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დამარცხდა. თანაც მან ლადო კახაძესთან წააგო, მმართველი გუნდის არც თუ გამორჩეულ ლიდერთან და ზოგადად, ბევრისთვის მიუღებელ კანდიდატთან, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაშინ შავგულიძემ წააგო „ქართულ ოცნებასთან“ და ახლა თუ წონიან კონკურენტს დაუყენებენ (და აუცილებლად დაუყენებენ), გამარჯვების შანსი მინიმალურია. იგივეს თქმა შეიძლება ელენე ხოშტარიაზე, რომელმაც ასევე წააგო საპარლამენტო არჩევნები, თუმცა…

„იმის მიუხედავად, რომ დავით ბაქრაძის კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა, საბოლოოდ, თავად ბაქრაძემ თქვა უარი მაჟორიტარობაზე, აქაოდა, მე სიის პირველი ნომერი უნდა ვიყო და კონკრეტულად ერთ ოლქზე არ უნდა გადავერთოო. ეს არის ოფიციალური მიზეზი, რეალური კი ის გახლავთ, რომ ბაქრაძის გარდა, „ევროპელებიდან“ ხალხში გასვლა და აგიტაციის ჩატარება ყველას გაუჭირდება, რადგან მათ მიმართ აგრესია არის დაგროვილი.

საუბარი იყო გიგი უგულავაზეც, მაგრამ იმავე მიზეზით, უგულავას თემა გამოირიცხა და ახლა შესაძლოა, გიგი ზუგდიდში დააყენონ ევროპელებმა, ბაქრაძე კი ლოკომოტივი იქნება და მთელ საქართველოში ივლის. ნაციონალებმა შეხვედრაზე ბოკერიას მწარედ წაკბინეს, რატომ ითხოვდით 3 ოლქს დედაქალაქში, კანდიდატს ორი ოლქისთვის ვერ პოულობთო და სწორედ ამაზე იყო ის პასუხი, რაც შაბათს ბრიფინგზე გაჟღერდა – „ევროპული საქართველო“ პირველ მოსმენას მხარს დაუჭერს. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლელ ელჩებზე თითის გაშვერის საბაბით, ისინი გვთხოვენო, ევროპელებმა შესაძლოა, ხელისუფლებას აგრძნობინონ, რომ გათვლა ნაციონალებზე კი არა, სწორედ მათზე უნდა გაკეთდეს, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე. თანაც, ამ ნაბიჯით, ბოკერიას გუნდმა იმაზეც გააკეთა აქცენტი, რომ „ნაციონალების“ „გამპრავებელი“ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის პატიმრობის გამო დიდად არ ნერვიულობს“, – გვეუბნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

ანი დვალიშვილი, ალია №21

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დედაიაა, დევიღუპეთ! გუბაზიეს ვერსად ვხედავთ! “შავ ზღვაში ჩაესვენა მზე საქართველოსი”….. თქვენც უნდა ჩაესვენოთ ყველანი სამუდამოდ! მოასვენეთ ქვეყანა!

      1. ანონიმური

        kote ai shen ro vinmeze kles itkvi she bidzinas chusto sircxvilia klec araxar kleoba xar

        1. ანონიმური

          100 ianixar

          1. ანონიმური

            7ზე

  2. ანონიმური

    kote ocneba gkavs chkvuanebi ki aba isini arian kleebi tu arian

  3. კოტე 1

    მგინებლები არცერთი არახართ საღი ფსიქიკის ადამიანები,რატომ შემოდიხართ კომენტარებში თუ ნერვები გღალატობთ ,მოეშვით,იარეთ სუფთა ჰაერზე,დამშვიდდებით.

    1. ანონიმური

      ovnebas ro mxars daucher rogorc nacebc saginebeli kiara deda gaq mosatknavi mara bidzos dackebuliaq uje eg saqme

      1. გალი

        სი დადულ რექ დო მეუ სკან ბელადშა,მუშენ ნინას ვადანტერუანქ პიჯის,ხანგა რექ სი საწყალ,მოცოდუქ

  4. ნათი

    მგინებლები არცერთი არახართ საღი ფსიქიკის ადამიანები,რატომ შემოდიხართ კომენტარებში თუ ნერვები გღალატობთ ,მოეშვით,იარეთ სუფთა ჰაერზე,დამშვიდდებით.

  5. ანონიმური

    ნათი-ც ხარ და კოტე-ც———- მარშელებმა არ გაიგონ, გინება მერე ნახე! ანბანიდან ორი ასო იციან–ტყ—))))))

  6. ანონიმური

    ovnebas ro mxars daucher rogorc nacebc saginebeli kiara deda gaq mosatknavi mara bidzos dackebuliaq uje eg saqme

    1. კოტე

      ვის ჭირდება შენი აგიტაცია? გესმის პოლიტიკის რო სხვას ასწავლო? პოლიტიკა რომ ბინძურია ვიცით და ამიტომ შენც ბინძური ხარ მარტო გინება რომ გასწავლა.რამდენია შენი გინების ფასი?

  7. ანონიმური

    ერთის დედაც მოვტყან და მეორესეიც ორივე ერნთაირი სირები არიან

  8. ანონიმური

    გადაებით ერთანეთს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.