რატომ ვერ მოხსნის ოპოზიცია მეორე ტურში კანდიდატურას? – “აძინ დომა” უნდა გაუკეთონ “ოცნებას”

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ  ჯიბღაშვილი:

– გახსენდებათ პრეცედენტი, როცა სადმე, როდესმე, რომელიმე ხელისუფლებამ თითქმის ნახევარი მანდატით მოახერხა პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობა?

– არ მახსენდება ეგეთი, მაგრამ, მე ზემოთ მხოლოდ სამართლებრივი პროცედურა აღვწერე, ეს არ იშნავს იმას, რომ დღევანდელი შედეგები საზოგადოებრივად ლეგიტიმური, მისაღები იქნება. არა! ამ არჩევნების სამართლიანობის და ამ მუხლის გამიჯვნას ვახდენ! ამ მუხლის მიხედვით, ამ ნაწილში ვერ დადგება სამართლებრივად ლეგიტიმაციის საკითხი, თორემ, შედეგები რომ შეჯამდება, თუ ოპოზიცია მეორე ტურში შევა და არაერთი ტურის მოგების შანსი უჩანს, ხო, ამ შემთხვევაში, მყიფე უმრავლესობა ექნება – მყიფე უმრავლესობა კი, რთულ მმართველობას ნიშნავს, ნელს, არარეფორმულს. წინა მოწვევის პარლამენტში დავინახეთ, ვიღაცებმა პირჯვრის წერის გამო დატოვეს უმრავლესობა, ნინია კაკაბაძე როგორ აირჩიეთო, გედი ფოფხაძის გასვლის მიზეზი, ფორმალურად ეგ აღმოჩნდა. ამითი რა მინდა ვთქვა, ყველანაირი გონებრივი პოლუსია, იდეოლოგოგიური პარტია მართლა არ არის „ოცნება“, ყველა სისულელეზე მოუწევს ანგარიშის გაწევა. ის მყიფე უმრავლესობა უნდა შეინარჩუნოს, ამას უნდა გაუფრთხილდეს. ბეწვზე დაკიდებული ლეგიტიმაცია რომ შეინარჩუნოს 4 წლის მანძილზე, ძალიან, ძალიან გაუჭირდება. 2017 წლიდან დაიწყო საპროტესტო აქციები, ერთ-ერთი პირველი გამოსვლა იყო სარალიძის საქმის გამო – როცა დიდი საპროტესტო მუხტი ჩნდება, ეს არის პოლიტიკასთან  საზოგადოების  განწყობების არათანხვედრა – და დელეგიმიტაცია ხდება მთავრობის და პარლამენტის განხორციელებული პოლიტიკის! საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია რა არის, ეს არის საზოგადოების მიმღეობა, საზოგადოების მიერ სამართლებრივად აღქმა, ეს საზოგადოებრივი მიმღეობა მთავრობის პოლიტიკას გაჭირდება, ძალიან დიდი საპროტეტსო ხმა იყო, რომელიც დაიკარგა.

– ძალიან დიდი როლი აქვს დასავლეთსაც და ამერიკასაც, მათი შეფასება მნიშვნელოვანია…

– ის ხალხი, ვინც ხმა არ მივეცით „ოცნებას“, ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, ამ წინააღმდეგობებს დაინახავს დასავლეთი, რა თქმა უნდა. იგივე 8 მარტის შეთანხმებამდე როგორ მივედით? ივანიშვილის ქმედებებს რომ დავუკვირდეთ, მოდი, რამდენიც გამივა, იქამდე გავიტან, ფიქრობს, მერე ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს უკან დახევას,  ეს არის მისი სტილი. ახლაც იგივეს აკეთებს! მოდი, სადამდე გამივა, ცდის. ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დაიხევს! იმედი ჰქონდა პანდემიის, მხარდაჭერებიც აქტიურად წერდნენ, რომ პანდემიის გამო თავი უნდა შევიკავოთ – მეც გავბრაზდი ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე ბათუმში, იქ იყო რისკი, მაგრამ უკაცრავად, სულ დამაშინო და ამის გამო უსამართლობა ავიტანო, ეს ვეღარ იმუშავებს. ორი რამის იმედი ჰქონდა, ალბათ, პირველი – პანდემიის და მეორე – აცივდება და როდემდე იდგება ხალხი ქუჩაში. წეღანაც დავწერე ზურაბ ჟვანიას ფრაზა – „დარჩით ეგრე გაბრაზებულებიო“ – ქართველებს გვაქვს ამის ინტელექტუალური რესურსი, ბიძინა ივანიშვილზე მეტადაც კი და გამოცდილებაც  გვაქვს.

– ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მეორე ტურში მონაწილეობას და კანდიდატურებს ხსნიან, ამ შემთხვევაში რა ხდება?

– ვერ ხსნი მეორე ტურის წინ კანდიდატურას. გახსოვთ, წინა არჩევნებზე ირაკლი ალასანიამაც თქვა, რომ კანდიდატურა მოხსნა – ეს იყო პოლიტიკური განაცხადი, თორემ, მეორე ტურის ბიულეტინში, იგი შეყვანილი იყო. ახლა კანდიდატურის მოხსნა აღარ ხდება. ნიკა მელიას განაცხადი სუფთა პოლიტიკურია და ერთი ადამიანიც რომ მივიდეს, ერთი ხმითაც კი იქნება არჩეული ლევან კობიაშვილი. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტია, რომელმაც მერე შეიძლება წარმოშვას სამართლებრივი შედეგი. თუ ყველა შეთანხმდა და „აძინ დომას“ გაუკეთებენ „ოცნებას“.

– არჩევნები გაყალბდა, ადამიანები წერენ, რომ უბნებში სადაც ხმა მისცეს, მათ კანდიდატს 0 ხმა უწერია, პირდაპირი გაგებით, ხმები მოიპარეს, თუმცა, ოპოზიციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია ოქმები, რომლებიც, ალბათ, განსხვავებული უნდა იყოს, საოლქო კომისიის ოლქებისგან, როგორ ფიქრობთ, რატომ?

– მე მგონია, ოქმები კი არ შეცვალეს, ოქმი ერთიანად შეადგინეს, სადაც არასწორად ასახეს მონაცემები.

– და ოპოზიციის წარმოამდგენელი ხელს როგორ აწერს?

– ეს უკვე ამათი კვალიფიკაციის, საარჩევნო სისტემაში განათლების პრობლემაა.  ოქმს რომ ხელი არ მოაწერო, არ შეიძლება, არ გაქვს უფლება, მაგრამ ოქმში არის გრაფა – განსხვავებული აზრი, სადაც უნდა დაწერო, რატომ არ ეთანხმები ოქმს.  განსხვავებულ აზრს იმიტომ წერ ზუსტად, რომ შენი ხელმოწერა არ ნიშნავს თანხმობას, ხელმოწერა რეკვიზიტია მხოლოდ. პროცედურაა, ჯერ იქ უნდა გაასაჩივრო კომისიაში, მერე სასამართლოში. უბნებზე რა კონტინგენტიც ჰყავდათ,  იმ კონტინგენტის განათლების შედეგია და სადღაც, ჟარგონით რომ ვთქვა, „აჭამა“ ხელისუფლებამ ამ ოქმების შედგენისას ოპოაზიციას, ეგ ფაქტია. 2012-ში ვერ გააკეთეს ეს, მაშინ მეც „ოცნებაში“ ვიყავი, მაშინ რა შეიძლებოდა ნაციონალებს გაეკეთებინათ, იმათი ყველა ვირუსი გავშიფრეთ და ყველა ანტივირუსი შევქმენით. სიტუაცია გვაკითხებს, რომ ახლა ეს არ მოხდა. ვერ დავასაბუთებ, დოკუმენტურად არ ვიცნობ, მაგრამ სიტუაცია ამას გვაჩვენებს.

-„ოცნების“ მხარდაჭერები წერენ, რომ ისინიც გამოვლენ ქუჩაში, პარალელურად, იმასაც წერენ, რომ პროტესტის ფორმით ხელისუფლების შეცვლა რევოლუციაა და აჯანყება…

-კონტრაქციები შევარდნაძემ გააკეთა და როგორც დამთვარდა, ვიცით, მიდით-თქო, რაც შეიძლება მალე ქენით-თქო. რაც შეეხება რევოლუციას, ხალხი არის ხელისუფლების წყარო. ხელისუფლების ფორმირება ხალხიდან მოდის და თუ ხალხმა შინაგანად არ მიიღო ხელისუფლება, ესეც არის შენი გადადგომის და სახლში გაშვების იძულება. ხალხმა უნდა დაიბრუნოს უფლება, იყოს ხელისუფლების წყარო! საზოგადოებრივი აზრი და არჩევნების შედეგი უნდა იყოს თანხვედრაში – გამყიდველმა შეიძლება ერთს წონაში 20 გრამი დააკლოს და მეორეს 100 გრამი, მნიშვნელობა აქვს რამდენი იქნება ცდომილება? ზარალი სხადასხვაა, მაგრამ ხომ ორივე გვაზარალა?

– როდესმე, სადმე პარტიას მოუწყვია რევოლუცია? ხალხის გარეშე?

– არა. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, კიდევ ერთხელ ვამბობ და რევოლუცია, ეს არის, ამისი არაფორმალური რეაქცია, არაარჩევნებითი რეაქცია და რევოლუციურ სიტუაციას ყოველთვის ხელისუფლება ქმნის, როდესაც ხალხს აღარ უტოვებს ხელისუფლების ლეგიტიმური გზით შეცვლის შესაძლებლობა. რევოლუციას ყოველთვის ახდენს ხელისუფლება. არა საარჩევნო ფორმით ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების გარეშე, სახელმწიფო გადატრიალებაა. ეს გამორიცხულია. რევოლუცია დემოკრატიული აქციაა და მისი შემოქმედი მხოლოდ ხალხია.

თამო კეშელავა, ალია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.