რატომ ვერ იპოვნა შსს-მ 4 დღე ავტომანქანა? – “კლიმატური პირობები და არეალი” – რა მიზეზს ასახელებს შსს?

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ პასუხობს კითხვას, რატომ ვერ იპოვნა შსს- მანქანა 4 დღის განმავლობაში:

შეტყობინება შემოვიდა გაუჩინარების დღესვე, საღამოს საათებში. დავიწყეთ კამერების დათვალიერება, მოწმეების გამოკითხვა და ადგილზე სამძებრო ღონისძიებები.

სადაც ბოლოს დაფიქსირდა მანქანა, კამერების მიხედვით – იქედან 15 კილომეტრის დაცილებით აღმოჩნდა ავტომანქანა.

ჩვენ გამოვიყენეთ დრონები, თუმცა, ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვა არეალში და ამიტომ ვერ მოხერხდა იმ დღეებში პოვნა.

ტერიტორიულად რომ ავხსნა, ორი სხვადასხვა მიმართულებაა, ფიქსაციის ადგილი და პოვნის ადგილი. ძებნის სამუშაოების დროს, ზოგჯერ ადვილად აგნებს ჯგუფი, რაღაცა შემთხვევაში რთულდება კლიმატური პირობების თუ არეალის გათვალისწინებით და სწორედ ეს აღმოჩნდა ამ შემთხვევაში შემაფერხებელი გარემოება.

სახელმწიფო ორგანოებს ჰქონდათ ვალდებულება იმ ადგილას ემუშავათ, თუმცა, იმ ადგილას არ აღმოჩნდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რა კლიმატური მდგომარეობა, მიდორია ტრასასთან , ხელისგულივით ჩანს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.