რატომ და ვინ დააგო სენაკში გზაზე ხალიჩა?

სენაკში, აკაკი ელიავას ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, პროტესტის ნიშნად დღეს სამოქალაქო აქტივისტმა აპოლონ გარუჩავამ ავარიულ გზაზე ხალიჩა დააგო.

მისი თქმით 4 თვის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ გაზის მილების გამოცვალა და გზა ავარიულ მგომარეობაში დატოვა.

როგორც „გურიანიუსს“ გაზმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, ელიავას ქუჩაზე ერთ-ერთი მილიდან გაზი ჟონავდა, რის გამოც საჭირო გახდა აღნიშნული სამუშაოების შესრულება და აღნიშნულ მონაკვეთზე გზას უახლოეს დღეებში დააგებენ.

Posted by Apoloni Giga Garuchava on შაბათი, 23 მაისი, 2020
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.