რატომ დაუმძიმდა ემზარ კვიციანის ძმიშვილს ბრალი და რატომ არ ხვდება თავის ადვოკატს?

მკვლელობაში ბრალდებულ ემზარ კვიციანის ძმისშვილს, ბექა კვიციანს, პროკურორმა დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის, დამატებითი ბრალი წარუდგინა. 

საქმის პროკურორის გრიგოლ ბიბილაშვილის თქმით, ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედებებისკენაა მიდრეკილი და გასათვალისწინებელია მისი აგრესიული ქცევები. გარდა ამისა, ის ფაქტიც, რომ კვიციანი წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლევი. 

კვიციანის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში მას ბრალდებული არ შეხვდა და გადასცა, რომ არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება. 

„მასთან პენიტეცნიურ დაწესებულებაში გუშინ ვიყავი და არ შემხვდა. ბადრაგებს დააბარა, მან იცის ჩემი პოზიცია და გააგრძელოს საქმეო, – განაცხადა ღურწკაიამ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.