რატომ დაკითხეს მარნეულში მაღაზიის გამყიდველი? – “შუბლის ძარღვის გაწყვეტა სურთ”

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი, მიშა რამიშვილი:

“პასიური გახდა გამოძიება. კომპიუტერის საზღვარგარეთ გაგზავნას და ექსპერტიზას საჭიროდ არ მიიჩნევენ. იგნორირებას აკეთებენ ყველა იმ დაპირებაზე, რაც პირისპირ გენერალურ პროკურორთან შეხვედრებზე გვქონდა. საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. რომ არა ჩვენ და კონკრეტულად, რომ არა მე, ეს საქმე დიდი ხნის დახურული იქნებოდა თვითმკვლელობის მუხლით. ჩვენ ვუთითებთ რა უნდა გააკეთონ. საქმის მასალებს რომ აღმოვაჩენ, გვეკითხებიან, სად იპოვე? როგორ სად ვიპოვე, სად იყო და აქ იყო. არა აქვთ მონდომება, რომ დადგინდეს ჭეშმარიტი ობიექტურობა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის ინტერესი.

ძალიან ბევრი ექსპერტიზის პასუხი არის შესაცვლელი. ყველა ეს ექსპერტიზის პასუხი ძალიან დიდი ხნით ადრე იყო შესაძლებელი მოსულიყო. დროში გაჭიანურება მიზანმიმართულად ხდება. არჩევნების დასასრულს ელოდებიან, იმ იმედით, რომ აი არჩევნები დამთავრდება და ამ საქმეს დავასრულებთ.

საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია და საგამოძიებო საქმეში ქართულ ენაზე უნდა იდოს მასალა, კეთილი ინებონ და თარგმნონ. რომ მოდის საქმის მასალები და ოჯახი რომ ეცნობა, თუ არ იცის უცხო ენა, რა ქნას. ეს იყო მაგალითად კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც იყო უცხო ენაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ტომების მოცულობა იზრდება, რეალური შედეგი კი არ ჩანს.

მიმდინარეობს ისეთი ადამიანების დაკითხვა, რომლებიც არაფერ შუაში არიან. მაგალითად, მარნეულში ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი დაკითხეს, სადაც თამარის მანქანამ უბრალოდ გაიარა. რამდენმა მანქანამ შეიძლება გაიაროს გზაზე და გამყიდველმა როგორ უნდა იცოდეს თითოეული მანქანა ვისია ან ა.შ. გამოძიებას ვწერთ – პასუხობენ, ვწერთ – პასუხობენ. ამ ჭიდაობაში ცდილობენ, რომ შუბლის ძარღვი გაიწყვიტონ და თქვან – ეს არის თვითმკვლელობა და ამით დაასრულონ, მაგრამ მოტივაცია არ გააჩნიათ, გარემოებები არ გააჩნიათ, ბევრი შეუთავსებლობაა. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი”

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ვითომ ადვოკატი, ნარკომანი, ნაძირალა რამიშვილი.

  2. ანონიმური

    he bebero gataxsirebulo bebia hen mahinve getyoboda ra hybl gawyvetilu iyavi.heni ketildgeoba amjobine henidihvilis ojaxis tragedias

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.