რატომ დაიწყო “ოცნებამ” შტაბების დაკომპლექტება სასწრაფოდ და ვინ გადაახდის 2020 არჩევნების ფულს?

“ეს, პირველ რიგში, კალაძეს არ აწყობს, რომელიც ისედაც აღრენილია”

ადრეც ვთქვით, რომ 2020 წლის არჩევნები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნებოდა და ამის დასტურად ახლა ციფრებს მოგიყვანთ. ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ შტაბების დაკომპლექტება უკვე იანვრის ბოლოსკენ დაიწყო, ახლა კი ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 1-ლ მარტს ყველა ოლქს ცენტრალურ შტაბში უნდა ჰქონდეს წარდგენილი ზონის უფროსების, უბნის უფროსების და კოორდინატორების სიები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1-ლი მარტიდან ეს ადამიანები ხელფასს ოფიციალურად მიიღებენ, რაც თვეში მმართველ გუნდს დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაუჯდება. თუ არჩევნებამდე დარჩენილ ოფიციალურ ვადას გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ მხოლოდ ხელფასებში „ოცნება“ 30 მილიონ ლარს დახარჯავს. რაც მთავარია, ეს არ იქნება შავი ფული, ეს იქნება ოფიციალური თანხები, ოფიციალურ გადარიცხვებითა და დარიცხვებით. ვისაც კითხვა გაუჩნდება, საიდან მოიტანს მმართველი პარტია ამ თანხებს, ნუ ინერვიულებთ, მიმდინარე თვის ბოლოდან შემოწირულობების განხორციელება დაიწყება და პარტიის ბიუჯეტსაც ბიზნესი ნებაყოფლობით შეავსებს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ზონის უფროსის ჯამაგირი 700-800 ლარის ფარგლებში იქნება, უბნის უფროსი 400-500 ლარს მიიღებს, კოორდინატორს კი 200-300 ლარი ერგება.


ამასთან ერთად, პრაქტიკულად ყველგან ითხოვენ დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატის დასახელებას, რადგან იმავე ზონის უფროსმა, უბნის უფროსმა და კოორდინატორმა უნდა იცოდეს, რა უთხრას ამომრჩეველს, რას დაპირდეს, ვისი სახელით დაპირდეს და ა.შ. კანდიდატების დასახელებას მმართველი პარტიაც ჩქარობს, მაგრამ საქმე ისაა, ჯერ ბოლომდე არ იციან, რა პასუხს ჩამოიტანს თალაკვაძე ამერიკიდან და რაც მთავარია, მოუწევს თუ არა გუნდს 50/100 სისტემაზე გადასვლა. ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება, მითუმეტეს, რომ ოლქების გამსხვილება ძირითადად დედაქალაქის ხარჯზე იგეგმება, რაც პირველ რიგში კახა კალაძეს არ აწყობს. კალაძე ისედაც აღრენილია იმის გამო, რომ სიაში მისი გუნდი ძალიან მცირე დოზით იქნება წარმოდგენილი, თუმცა…

„ამას წინათ ერთ ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებზე 400 მილიონის დახარჯვას აპირებს, საყოველთაო აზრით კი, ეს თანხა საკმარისი უბრალოდ არ იქნება. უხეში დათვლებით, კანდიდატებზე, აქტივზე და სხვას „წვრილმანი“ საჭიროებისთვის დასახარჯი ფულის ოდენობა 300-350 მილიონამდე იმერყევებს. ამას დაუმატეთ არჩევნების ბოლოსწინა და ბოლო დღე, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დამატებით 100 მილიონი იქნება საჭირო. ეს უხეშ გათვლებით, დეტალებში როცა შევა გუნდი, აუცილებლად დაიდება დასკვნა ნახევარ მილიარდ ლარზე და ეს ფული მხოლოდ ივანიშვილის გადასახდელი არ იქნება. ძალიან „შეწუხდება“ ბიზნესი და აუცილებლად შეწუხდებიან მაჟორიტარობის კანდიდატები. პოტენციურმა კანდიდატებმა ეს ამბავი ყველაზე კარგად იციან და რაც მთავარია, თანახმა არიან ფული გაიღონ. ერთ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთმა მოქმედმა დეპუტატმა, პირდაპირ თქვა, ჩემს საარჩევნო კამპანიას მთლიანად მე დავაფინანსებ და პლუს ამას, პარტიის ყულაბაში ორ მილიონ ლარსაც ჩავრიცხავო. ახლა თავად განსაჯეთ, რა თანხებზეა საუბარი“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

„ოცნების“ ლიდერთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ამის თქმის საფუძველს მათ სწორედ ის აჩქარება აძლევს, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში მოხდა. მანამდე ითქვა, რომ შტაბები მარტის ბოლომდე უნდა დაკომპლექტებულიყო, ახლა კი ვადამ პირველ მარტამდე გადმოიწია, ანუ მმართველმა გუნდმა რეალურად ერთი თვე მოიგო, ხარჯი გაიზარდა და ისმის კითხვა, რისთვის?!

„თუ დასავლეთმა ზეწოლა გააძლიერა და თალაკვაძეც უარყოფითი პასუხით ჩამოვიდა ამერიკიდან, ივანიშვილი, ყველას დაუკითხავად, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს და ამ შემთხვევაშიც უდიდესი უპირატესობა ექნება. მას ეყოლება დაკომპლექტებული შტაბები კოორდინატორების დონეზე, ექნება ფინანსური მზადყოფნა და დარჩება მხოლოდ კანდიდატების დასახელება, რასაც ის მაქსიმუმ ერთ თვეში მოახერხებს. ისედაც დაუძლურებული ოპოზიციისთვის, ვადამდელი არჩევნები საკონტროლო გასროლა იქნება და ისინი ამისთვის მზად უბრალოდ არ იქნებიან“, – გვეუბნება ჩვენი წყარო და ვნახოთ.

ანი დვალიშვილი

ალია №6

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    რა სისულელეებს მიედ მოედებით

    1. ბეჟანი

      რაღა დაწერონ რეიტინგის გამო, აღარ იციან

  2. ანონიმური

    რა ფული რის ფული რაებს ბოდავთ

  3. გეგა

    ეს სისულელე რომელმა უსაქმურმა დაწერა? რა ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი ჰქონია

  4. Mossberg Guns for Sale

    696282 956131Over and over once again I like to consider this troubles. As a matter of fact it wasnt even a month ago that I thought about this extremely thing. To be honest, what will be the answer though? 93472

  5. hotels tonight

    149791 901205Id always want to be update on new blog posts on this internet web site , bookmarked ! . 656213

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.