რატომ გაუჭირდა „ოცნებას” სიის შედგენა – “მხოლოდ პირველი ოცეულია ცნობილი”

2020 წლის საპარლამეტო არჩევნებამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი. ჯერჯერობით პოლიტიკურ პარტიების უმეტესობას საკუთარი პროპორციული სია წარმოდგენილი არ აქვს. მმართველი გუნდი ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ამბობდა, რომ თვის ბოლოს საკუთარ სიას დაასახებდა,თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სექტემბერია, „ქართულ ოცნებას” ჯერ მაინც არ აქვს წარმოდგენილი პროპორციული სია.

„რეზონანსთან” სუბრისას საპარამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ სიის ბოლომდე დაკომპლექტება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„მეც ასე ვიცოდი, რომ მმართველ გუნდ თვის ბოლოს უნდა წარედგინა სია. როგორც ჩანს, ბოლომდე არ აქვთ დაკონკრეტებული სიის შემადგენლობა. არ მგონია, რომ რამე უშლიდეთ მათ ამაში ხელს. ყოველ შემთვხვეაში გუნდის ხელმძღვანელობამ ორი თვით კი არა, წლით ადრე უნდა იცოდეს ვის შეიყვანს მის შემადგენლობაში. მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ფაქტორი მოქმედებდეს ამაზე”, – ამბობს რევაზ არველაძე „რეზონანსთან”.

„ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი დიმიტი ხუნდაძე კი ამბობს, რომ უახლოს ათ დღეში ცნობილი გახდებამმართველი გუნის პროპორციული სიის პირველი 20 წევრის ვინაობა.

„პოლიტსაბჭო შეიკრიბება და წარადგენენ სიას. დღეს კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ათი დღის ვადაში იქნება სიის პირველი ოცეული დასახელებული. მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვიცი რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი”, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ „რეზონანსთან” საუბრისას.

2020 წლის საქარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით 120/30-ზე და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.

რეზონანსი

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    Sirèbixart.sukvelani.

  2. ანონიმური

    ჯერ ბელადი იხსენებს ვინ უფრო გემრიელად გაუკეთა ……….მერე გადაწყვეტს

  3. ანონიმური

    საიდან რა სისულელეს მოიტანთ ხოლმე

  4. ანონიმური

    ეს ზღაპრები სადაც გაგივათ იქ მოყევით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.