რატომ გაათავისუფლეს რუსთავის ყველა სკოლის დირექტორი, გარდა ერთისა, წინასაარჩევნოდ?

არჩევნებამდე ერთი თვით რუსთავში არსებული საჯარო სკოლების დირექტორთა უმრავლესობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მიზეზით თანამდებობიდან გათავისუფლდა.

განათლების სამინისტრომ, მიუხედავად პანდემიისა, არ გაახანგრძლივა უფლებამოსილების ვადა და არჩევნების წინ, სკოლების უმეტესობა, არამხოლოდ რუსთავში, მთელ საქართველოში, დატოვა დირექტორთა გარეშე.

საქმე იმაშია, რომ პანდემიის გამო დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა და ცნობილიც არაა, როდის იგეგმება კონკურსის ჩატარება. თუმცა, იგივე პანდემიამ, ხელი არ შეუშალა სამინისტროს, დირექტორთა უფლებამოსილება შეეწყვიტა – კონკურსი ვერ ჩაატარა, დირექტორები გაუშვა და სკოლები დატოვა უფლებამოსილების შემსრულებელთა იმედად.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით რუსთავში არსებული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, გარდა №3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელისა, უფლებამოსილება შეუწყდა.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    სკოლები აღარაა და დირექტორები რა საჭიროა))))))))

    1. ანონიმური

      Direqtoric sajiroa da maswavlebelic darchnen bavshvebi gaunatleblebi parlamentshi dajdebian ucodinrebi momavalshi da avshendebit

  2. ანონიმური

    მოგიტყანთ ოცნება

  3. Manana

    Direqtoric sajiroa da maswavlebelic darchnen bavshvebi gaunatleblebi parlamentshi dajdebian ucodinrebi momavalshi da avshendebit

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.