რატომ არ დაესწრო უმრავლესობის ბოლო სხდომას ივანიშვილი?

პარლამენტმა გასაკეთებელი გააკეთა – კანონმდებლებმა ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები დააჩაქუჩეს ისე, რომ ნაციონალებისა და ევროპული საქართველოს დეპუტატების დახმარება არ დასჭირვებიათ, შემდეგ კი უფრო მარტივად, საარჩევნო კოდექსში მიიღეს ცვლილებები. ახლა ყველა პოლიტიკურ ძალას თამამად შეუძლია საარჩევნო კამპანია დაგეგმოს და დაიწყოს, რადგან ზუსტად იცის, როგორ, რა პირობებითა და თამაშის რა ახალი წესებით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. როგორც ვივარაუდეთ, ოპოზიციურ ერთობას დიდი ბზარი გაუჩნდა, გასულ კვირას ეს ბზარი ნაპრალად იქცა და ამ კვირაში უფსკრულად გადაიქცევა.

ახლა, ისე არ გაიგოთ, ოპოზიციაში ამღვრეული წყლის ფონზე, ხელისუფლება დიდ თევზზე ნადირობდეს. დიდზე კი არა,  შავ დღეშია „ქართული ოცნება“ და განსაკუთრებით მისი ლიდერები. სანამ კონსტიტუციაში შესწორებას შეიტანდნენ, კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძის ტრიო პრაქტიკულად ყველა დეპუტატს ჩუმად დაპირდა, რომ მაჟორიტარობას თუ არა, სიაში ადგილს აუცილებლად უბოძებდნენ, ოღონდ ეს ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო. შედეგად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ბიჭებმა დანაპირებს შესრულება მოთხოვეს, მითუმეტეს, რომ მმართველი გუნდი ერთი შეხედვით, დღე-დღეზე აპირებდა კანდიდატების დასახელებას, თუმცა…

„ივანიშვილმა პარტიის ლიდერებს უთხრა, როგორც გინდათ, საკონსტიტუციო ცვლილებები ისე მიიღეთო. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ მწვანე ღილაკს ხელი უმრავლესობამ სწორედ დაპირების სანაცვლოდ დააჭირა, ივანიშვილმა ამჯერად ლიდერებს დაავალა, როგორც დაპირდით, ისე გაეცით პასუხიო და სწორედ ამის ბრალი იყო, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე, ივანიშვილი არც მივიდა და არც პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო. მას არ სურდა პასუხი ეგო იმ დაპირებებზე, რომელიც თავად არ გაუცია“, – გვეუბნება უმრავლესობის წევრი.

მისივე თქმით, სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების წარდგენას ვერც ამ კვირაში შეძლებს და ძალიან დიდი ალბათობით, ვერც მომავალ კვირაში მოახერხებს ამის გაკეთებას. ჯერ ერთი, პრაქტიკულად ყველა კადრი უშუალოდ ივანიშვილთან არის შესათანხმებელი და მეორეც, ჩასატარებელია უმრავლესობის სხდომა, რომელზეც უნდა მივიდეს ივანიშვილი და უნდა თქვას, რომ პარტიის გადაწყვეტილება არ გაპროტესტდება, ხოლო ურჩები სამაგალითოდ დაისჯებიან.

ანი დვალიშვილი, ალია №23

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Suar axatia mogalateebi.

  2. ხოდა, სანამ ამდენ მილიონს გაასესხებდა სად მოხია საიდან?!

    ივლიანე წულაია – მევახშე პარლამენტარი, რომელსაც 10 მილიონამდე დოლარი აქვს გასესხებული
    საქართველოს პარლამენტის წევრი და დიდუბის მაჟორიტარი ივლიანე (ილია) წულაია სამევახშეო საქმიანობას ახორციელებს. 2007 წლიდან მას სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო პირებზე სესხის სახით გაცემული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო.

    ივლიანე წულაია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, ქალაქ თბილისში დიდუბის №16 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. პარლამენტში იგი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“.
    . როგორც მისი ადრე შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, დიდუბის მაჟორიტარის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა მევახშეობაა – იგი უცხოურ ვალუტაში ახდენს სოლიდური ოდენობით თანხების გასესხებას სხვადასხვა სამეწარმეო კომპანიებსა და კერძო პირებზე, შედეგად კი სარგებელს იღებს.

    კერძოდ, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ, 2007 წლიდან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ივლიანე წულაიამ სულ 13 კონტრაჰენტზე, მათ შორის, იმ კომპანიებზეც, სადაც იგი პარტნიორი და დირექტორი იყო, სესხად გასცა 9 600 000 აშშ დოლარი. ესენია:

    შპს „დეპო“ – 300 000 აშშ დოლარი (2013 წლის 15 სექტემბერს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „იაფი“ – 1 000 000 აშშ დოლარი (2013 წლის 1 იანვარს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „დიღომი პალასი“ – 300 000 აშშ დოლარი (2015 წლის 9 თებერვალს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „გოლდენ პალასი“ – 2 000 000 აშშ დოლარი (2008 წლის 23 მაისს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „კვარიათი სანსეტ“ – 1 500 000 აშშ დოლარი (2009 წლის 11 სექტემბერს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „ვიაკონ“ – 800 000 აშშ დოლარი (2007 წლის 8 ნოემებრს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „კერა დეველოპმენტ“ – 1 200 000 აშშ დოლარი (2013 წლის 23 ივლისს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „პრაიმ არქი“ – 400 000 აშშ დოლარი (2015 წლის 14 მაისს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „არქი ბაგები“ – 600 000 აშშ დოლარი (2013 წლის 3 თებერვალს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „ნოვო ტექ“ – 200 000 აშშ დოლარი (2014 წლის 15 ივლისს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „იტონგ კავკასუს“ – 150 000 აშშ დოლარი (2014 წლის 31 ივლისს, – განუსაზღვრელი ვადით);

    შპს „სილვერ 39“ – 350 000 აშშ დოლარი (2013 წლის 30 აგვისტოს, – განუსაზღვრელი ვადით);

    ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა (იბა) „წინამძღვრიშვილი 2008“ – 800 000 აშშ დოლარი (2012 წლის 30 ოქტომბერს, – განუსაზღვრელი ვადით).

    აღნიშნული სესხებიდან ივლიანე წულაიამ მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო: შპს „იაფი“-სგან – 286 285 ლარი, ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „წინამძღვრიშვილი 2008“-სგან კი 295 405 ლარი.

    დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლიანე წულაია ბიზნესის სფეროში საქმიანობდა და 31 კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა სადეკლარაციო პერიოდში შემოსავალი მხოლოდ შპს „არქის“ დირექტორის პოზიციაზე მიიღო – 225 017 ლარის ოდენობით. ამასთან, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, დღეისათვის მან ყველა საწარმოში დატოვა ხელმღვანელის (დირექტორის) პოზიცია, საკუთარი წილი კი მინდობილობის საფუძველზე სამართავად სხვა პირს გადასცა.

    გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ივლიანე წულაიას ოჯახის საკუთრებაშია 1 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი ქალაქ თბილისში, ასევე 2 მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისში და სოფელ წავკისში).

    პარლამენტარს პირად საკუთრებაში აქვს 2 ძვირადღირებული მაჯის საათი, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 ლარს

    1. ვანო

      აი ვის აუსრულდა ,, ოცნება”

      1. ანონიმური

        su cxvirshi edineba egeti dampaliroa da ro larios xalxze

  3. ანონიმური

    imitom rom daikida bidzinnas axali kamand labs ugulava bokerias so it damplebi mara mcodneebi

  4. ელენე

    მაფიოზი ქვეყნის გამყიდველი ივანიშვილი არის ამის ყველაფრის შემოქმედი.სიცოცხლის და სისხლის ფასად 30 წლის განმავლობაში ნაკოწიწები ქვეყანა ამოაყირავა და ახლა ჩირგვებში იმალება ხალხთან შეხვედრის ეშინია.შეშინებულს ქართველი სამართალდამცავები რომ არ ყოფნის უცხოელები ყავს დაქირავებული მცველებად .უღირს კი ადამიანს ასეთი ფული და თანამდებობა? თავისუფლებაზე და სახელზე უკეთესი ხომ არაფერია ცხოვრებაში თუ შეპყრობილი და ბოროტი არ ხარ.

    1. ანონიმური

      სააკაშვილში გეშლება ალბათ.ვინ გაყიდა და ვინ დაკარგა ტერიტორიები. და მნიშვნელოვანი ობიექტები?

  5. ანონიმური

    სამარცხვინო ქართველებო, შიდა მტრების სიაში ხართ შეყვანილი. არ ვიცით თქვენი ვინაობა, მაგრამ უფალმა ხომ იცის.
    ივანიშვილმა სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ბოკერია-რურუა-ახალაიების სისხლიან რეჟიმს წიხლებიდან გამოსტაცა დამცირებული, პატივაყრილი ქართველი ხალხი…
    სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხოცავდა, სადისტურად აწამებდა, ასახიჩრებდა, ამცირებდა ადამიანებს…
    სააკაშვილის სისხლიანმა ნაცრეჟიმმა თავს მოგვახვია 2008 წლის აგვისტოს ომი, გარდაცვლილთა გვამები უპატრონოდ მიატოვა და ქართველ ხალხს რუსთაველზე დაკარგული ტერიტორიების ოცი პროცენტი და ომში გამარჯვება აზეიმა…
    ივანიშვილი კი თავისი ფულით ბევრ რამეს აკეთებს ქვეყნისთვის სამი ათეული წელია. ის ცდილობს ქვეყანა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ააყვაოს.
    თქვენ რატომ ვერ ხედავთ ამ ყველაფერს?
    იქნებ იმიტომ, რომ სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენები ფულს, თანამდებობას ან კიდევ…
    ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა ამას არ დაუშვებს, სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენების ხელახლა ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებს. ამას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს…
    ასე რომ ტყუილად ირჯებით, როცა თქვენნაირი შიდა მტრები ასეთ კომენტარებს წერთ…
    ქართველ ხალხს თვალებში ნაცარს ნუ აყრით…
    თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ, ელენე.
    მაფიოზები თქვენსკენ მოიკითხეთ.

    1. ruska

      ნეტა სად იყო სააკაშვილი ყვეყანა რომ ნოლზე იყო და 18 ლარიანი პენსიები და ისიც წლობით გაყინული.ეხლა ჯობია ლამის მცხეთამდე შემოვიდნენ რუსები.იქედან სომხები.იქედან აზერბაიჯანი.რა გააკეთა იმის ფასი რაც დაკარგა, ამხელა ისტორიული ძეგლი ” დავით გარეჯი”. ერტი აზერბაიჯანელებს მიყიდა, მეორე ააფეთქა რომ ოქრო გაეზიდა.რატომ გაუწევს ვინმეს წინააღმდეგობას.სააკაშვილმა წინააღმდეგობა რომ გაუწია იმიტომ დაიხოცა ის ხალხი.ეს უბრძოლველად ჩააბსრებს ქვეყანას, ასე ჯობია.საქმე უს არის მარტო ცუდს ხედავთ და კარგს ვერა.არ მითხრა ეხლა ნაციონალი ხარო.ერთსაც მეხი დაეცეს და მეორესაც მაგრამ საწყალი ხალხი იჭყლიტება.თვარა ვინც პარლამენტში შეყო თავი ყველა მილილნერი გახდა.სხვა რაში ენაღვლებათ.აი ეს არის სიმართლე.რას ამბობ ეხლა პატიოსანი შრომით იშოვა რომელიმემ მილიონები არა?rodi

    2. ანონიმური

      da titon gaxda sisxliani da sakdrisis ampetqebeli

  6. ანონიმური

    რა თქვენი ტრაკის საქმეა

  7. ანონიმური

    თქვენთვისაც ხომა რ ეკითხა
    ?

  8. გიორგი გოქაძე

    პატივცემულო, ქართველ ხალხს რომ სამარცხვინოს და მტრებს უწოდებ, იქნებ გეყოს ვაჟკაცობა და სახელი და გვარი გვამცნო თქვენი… ისტორია განგვსჯის შენც და და “საქართველოს მტრებსაც”!!!

  9. ანონიმური

    ფაქტი ერთია ქვეყანა უფრო ცუდ მდგომარეობაშია ამ მთავრობის ხელში.არც ისინი მეხმარებოდნენ გულზე მარა ესენი უნდა წავიდნენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.