რატომ არ აქვს “სასწრაფოს” ბამბა და ბინტიც კი? – რა შეემთხვა “ალიას” თანამშრომელს

რამდენიმე დღის წინ, “ალიას” თანამშრომელი, ირინა ოდიაშვილი ქუჩაში წაიქცა, იმდენად ცუდად დაეცა, რომ დაიზიანა ოთხივე კიდური, დაკარგა გონება.

რა გამოლევას ამ ქალაქში გულისხმიერ ადამიანებს, ახალგაზრდა მამაკაცმა გააჩერა მანქანა, დაეხმარა და სახლამდე მიიყვანა.

რაკი ფეხზე დგომა არ შეეძლო, სიმპტიმები: თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება და ორივე ფეხზე ღია ჭრილობა, გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

სასაწრაფო დახმარების ექიმებს არ უჩივის, მზრუნველნი იყვნენ და ყურადღებიანი, მაგრამ…

მაგრამ, სახელმწიფომ ჭრილობებიან პაციენტთან გამოუშვა ბრიგადა და არ გამოატანა სტერილური ბინტი, გაუხსნელი და სტერილური ბამბა, მალამოჭრილობის დასამუშავებლად.

კარგი ჩავიდა ირინას მეუღლე აფთიაქში და ყველა საჭირო ნივთი იყიდა, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა იმდენად გადაუდებელია, რომ არ არის აფთიაქში წასვლის და დაბრუნების დრო.

ახლა, როცა ასეთი მძიმე ვირუსის საფრთხის ქვეშ ვდგავართ, ის ფაქტი, რომ სასწრაფო სამედიცინო ექიმებს ბინტი და ბამბაც კი არ აქვთ – იმედს არ გვიტოვებს.

არ ვყიდულობთ ბამბას და ბინტს?

ვერ ვყიდულობთ?

აბა, ვყიდულობთ და ჭამს ვინმე?

პრემიებს ხომ კარგად ვყიდულობთ და ვარიგებთ?

გრიპის ვაქცინა ვერ შემოვიტანეთ, ბამბა და ბინტიც ვერ ვიყიდეთ, ჯანდაცვის ბიუჯეტი შევამცირეთ, შემცირებულ ბიუჯეტიან ჯანდაცვას გადავეცით სასწრაფო დახმარების სერვისი, მერიას, სასაწრაფო დახმარების სერვისი ჩამოვართვით და მერიას ბიუჯეტი გაეზარდა – რა სახის ზღაპარია – მეტყვის ვინმე?

ეს იმას ჰგავს, ეკონომიკის 7 პროცენტია ზრდა რომ გვაქვს და სიღატაკეში გვხვდება სული.

ალია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.