რას ჰყვებიან ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობლები?

სამტრედია დღეს კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა. ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც ირკვევა, მამაკაცმა ქალს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოკლული ელიზა კალანდაძეა. ის წარმოშობით ზესტაფონელი სამტრედიაში იყო გათხოვილი.

ახლობლები ამბობენ, რომ ორწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, გარდაცვლილის ქმარი ხშირად იღებდა ალკოჰოლს და ცოლს აგრესიულად ექცეოდა. წყვილს შვილი არ ჰყავდა.

სამტრედიაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.