რას წერს გიორგი გამსახურდია კლინიკაზე, სადაც ცოტნე მკურნალობს

ცოტნე გამსახურდიას ძმა, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში, წერს:

“AcibademSaglik

პროფესიონალების გუნდი!

მადლობა პროფესიონალიზმისთვის და იმ უმაღლესი სტანდარტებისათვის, რომლითაც ჩემი ძმა სარგებლობს. დიდი მადლობა ყველა პროცესში ჩართილ ექიმს ასევე. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, უმაღლეს შედეგს დადებთ.

ჩემი პატივისცემა თქვენ!”

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას ყოფილმა მეუღლემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ “ვერ ხერხდება ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში ცოტნეს რეაბილიტაცია და ტრახეოსკოპიის მილიც კი გასაწმენდი ხვდება ქალბატონ მანანას.

ამჟამინდელი მოცემულობით, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე აცხადებს, რომ ფიზიოთერაპია მიმდინარეობს და ცოტნეს აქვს პროგრესი.

ყოფილი მეუღლე, აცხადებს, რომ ცოტნეს აქვს სიცხე და შესაძლოა მას ჰქონდეს ინფექციაც.

ცოტნეს ძმა, გიორგი გამსახურდია კი მადლობას უხდის კლინიკას, სადაც მისი ძმა მკურნალობს.

“ალია” ცდილობს დაუკავშირდეს კლინიკას და პირადად ექიმისგან მოისმინოს კომენტარი.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    მკვლელი რატომ უნდა იცოცხლოს.მკვლელობაზე მკვლელობა უნდა იყოს კანონში შეტანილი აი მაშინ დაწყნარდებიან თავსაღებული ნაძირალა ხალხი ვინც მუშტი კვრივზე იყურება.მკვლელობის დაღით ღირს სიცოცხლე? მასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.