რას უყვება “ალიას” სკანდალური პოსტის ავტორი?

დღეს “ალიამ” გაავრცელა ჟურნალისტ ბექა ქავთარაძის პოსტი “”გლდანში დააკავეს ბებო რომელიც თონეში ცომს ამფეტამინს ურევდა და მთელი უბანი თონის პურზე შესვა….. საღოლ, ბებო!”პოსტს დადებიდან მალევე ჰქონდა ათასობით ნახვა, ცოტა მოგვიანებით კი, მიუხედავად საიტზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზისა, ათი ათასობით ნახვა.მოსაზრებებიც არაერთგვარი გამოითქვა, ზოგმა იცინა, ზოგმა არ დაიჯერა, ზოგს ბებო შეეცოდა, ზოგმა ბებოსთვის გირაოს ფულის აგროვება დაიწყო და ბევრიც წერდა: “თავისუფლება ბებოს!” 

 “ალია” დაუკავშირდა პოსტის ავტორს. ჟურნალისტი ბექა ქავთარაძე: 

მიშა მშვილდაძის გადაცემაში მოვისმინე ეს ხუმრობა და მცირედი სახეცვლილებით, ინსპირაციით გადმოვიტანე, არც მიფიქრია, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა.ბოლო დროს ისედაც ნაკლებად ვწერ, მაგრამ სერიოზულ თემებზე როცა ვსაუბრობ, მაშინ არა აქვს ასეთი გამოხმაურება.არც ვიცოდი, ვმუშაობდი, ტელეფონისთვის არ დამიხედავს, არც ფეისბუქი გამიხსნია, როცა დავხედე, დამხვდა უამრავი ზარი და მესიჯი, ყველას აინტერესებდა ერთი, ვინ იყო ბებო და მართლა ზელდა თუ არა ამფეტამინით ცომს!  საბოლოო ჯამში, “ალია” და ბექა შევჯერდით ერთზე, ბებო გამოუშვეს, კარგადაა და ბედნიერად აგრძელებს ლავაშების დაცხობას… 

 ალია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.