რას უყვება “ალიას” გიგლა ბარამიძე, ბურჯანაძის პარტიიდან წამოსვლის შემდეგ?

გიგლა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის  პარტია დატოვა და მე თუ ვინმე მკითხავს, ან რა უნდოდა  ასეთ ერუდირებულ, სტაჟიან პროფესიონალს მის გვერდით, ვერ ვუპასუხებ…

ფაქტი ერთია, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი  აშკარად გასაჯანსაღებელია, დროა პარტიებმა იფიქრონ იმ ადამიანების რეალიზებაზე, რომელთაც, გამოცდილებაც აქვთ და ცოდნაც, ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის! ასეთები კი ბევრი თუ არა საკმარისზე მეტიცაა და ზოგი რომელ ქვეყანაშია გადახიზნული და ზოგიც აქ, მომაკვდავ პარტიებში უფუნქციოდ, ინიციატივისა და უფლების გარეშე არიან დარჩენილები!

სწორედ ასეთი გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკის წყალობითაა, რომ ჩვენი სამშობლო, გეოგრაფიულად ორი კონტინენტის ევროპისა და აზიის  დამაკავშირებელი ქვეყანა, დღეს სრულიად უფუნქციო და თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი!

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ დავუკავშირდით  წარსულში  პოლიტდევნილს, საქართველოს სრულუფლებიან ელჩს სომხეთში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს და აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძეს და დღეს საქართველოში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე განმარტება ვთხოვეთ.

– ბატონო გიგლა, როგორც თქვენი ფეისბუქ-სტატუსიდან შევიტყვეთ, ნინო ბურჯანაძის პარტია დაგიტოვებიათ! ვიცი, რა, რომ თქვენ არ გახასიათებთ ჭორაობა და მითუმეტეს ქალზე, ბევრს არც გკითხავთ, თუმცა ერთს კი დავძენ – უფრო ადრე უნდა წამოსულიყავით! ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამ ხნის განმავლობაში სხვა პარტიებიდან არ გქონდათ შემოთავაზება, ასეაა?

– მივესალმები „ალიას“ მკითხველს, გილოცავთ შობა-ახალ წელს და  გისურვებთ ყოველივე  საუკეთესოს! რაც შეეხება თქვენს კითხვას… პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ, თუმცა თქვენ სწორად აღნიშნეთ, ვიდრე პარტიაში ვიყავი, უამრავი შემოთავაზება მქონდა თითქმის ყველა პარტიიდან, მაგრამ მაინც ვერ დავტოვე პარტია….მოდით, ამაზე მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ….

– კეთილი! თქვენ კი არა, აგერ ბიძინა ივანიშვილმა დააობლა „ქართული ოცნება“ და წავიდა, მაგრამ ქვეყანა რომ ამ 8 წლის განმავლობაში უკიდურესად გაღატაკდა, ხალხი ერთმანეთს რომ ასწრებს უცხოეთში წასვლას ლუკმაპურის საშოვარზე, ეროვნული ვალუტა რომ გაუფასურდა, ფასების კატასტროფული ზრდა რომაა და ყველაზე მთავარი, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანა ლამისაა იზოლაციაში რომ მოექცა, ამაზე რას იტყვით?

– ასეა ბატონო, ზუსტად ასეა და აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა სიტყვაში! სამწუხაროდ ქვეყანა ადგილზე გაჩერდა, წინ ვერ წავიდა და დაჟანგდა! ასე თუ გაგრძელდა, მალე ჯართშიც ჩააბარებს ახალი პატრონი და ჯართს მოგეხსენებათ, ნაწილ-ნაწილ  ჭრიან და გავარვარებულ ღუმელში ჰყრიან! არადა, საქართველოს ნამდვილად ჰქონდა უდიდესი პოტენციალი და შანსი, წარმატებული, დემოკრატიული ქვეყანა გამხდარიყო, რადგან 1999 წელს დაწყებული და 2004 წელს დასრულებული უცხო ქვეყნის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან ამის საშუალებას იძლეოდა! ანუ, ამ პროცესის დასრულებიდან დღემდე, ბევრი სიკეთის მიღება შეგვეძლო გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვავაში და მივიღეთ კი -პირიქით! სააკაშვილმა  გასული რუსის ჯარი უკან შემოაბრუნა უგუნური პოლიტიკით და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ნაბიჯიც არ გადადგა, თუნდაც მოლაპარაკების დონეზე, რომ დიალოგი დაწყებულიყო, წართმეული ტერიტორიების დაბრუნებისთვის!!!

ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძახილმა და არა ქმედებამ, მაშინ როცა ამ მიმართულებით ყველამ თავისი ლუკმა მიიღო, ჩვენ გაგვყინა და ხან „მიშა მოდის“ ძახილით გვამუნათებდნენ  და ხანაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვხდებით მომავალ წელსო…  8 წელი გავიდა, 8 წელი და ამასობაში ნახეთ ისტორიულად კავკასიის წარმმართველი ქვეყანა, ანუ პოლიტიკურად, კულტურულად  და სხვა მიმართულებითაც დღის წესრიგის მოკარნახე ქვეყანა დღეს სად არის?

ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა მსოფლიოში და აგერ ჩვენს რეგიონშიც, გონიერი და პატრიოტი ხელისუფლება ამას სათავისოდ უტყუარად გამოიყენებდა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისე აგვაცალეს მეზობელმა ქვეყნებმა სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, და ისე მიჩუმათდა ეს საქმე, რომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, საქართველოს მოსახლეობის 99 % აზრზე არ არის და არც ხელისუფლებას შეუწუხებია თავი, ინფორმაციის დონეზე მაინც გაეჟღერებინა ეს! აქ ხომ სახელმწიფოებრივი საკითხებით არ არიან დაკვებული არც ხელისუფლება და არც ტელემედიაა? დღეს ამოდენა ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის უფუნქციოდ დატოვების  აშკარა ქმედებებითაა დაინტერესებული და ესენი „ვინ შევიდა, ვინ არ შევიდა“, „წავიდა არ წავიდა“-თი არიან დაკავებულები, თითქოს ამაზე დიდი საფიქრალი არ აქვს ქვეყანას და მის მოსახლეობას!

საღი აზრი მოკვდა, ანალიტიკა მოკვდა, შექმნილი ვითარების ანალიზი მოკვდა, იმ დივიდენდების სრული ნიველირება და უგულებელყოფა ხდება, რაც ჩვენს გარშემო ხდება და პროცესი, რომელიც აგერ უკვე ათეული წლებია ჩვენს გარეშე მიმდინარეობს, ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, გამიგეთ? 30 წლის წინ საქართველოდან შეჰქონდათ ჯართი თურქეთში, დღესაც შეაქვთ და სულ მალე, თუ ასე გაგრძელდა, თვითონ საქართველოსაც ჩააბარებენ როგორც ჯართ ქვეყანას!

– ღმერთმა ნუ ქმნას და, ყველაფერი მართლაც მაქეთ მიდის… თქვენი თქმისა არ იყოს, საგარეო პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, აგერ რუსეთთან ვერ მოახერხეს ერთი შეხვედრაც კი, სადაც ოკუპირებული მიწების შესახებ ისაუბრებდნენ…არადა იგივე აფხაზეთიდან რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, ყოველგვარი შუამავლების გარეშე დავილაპარაკოთო…. ორჯერ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებით და მე არ მახსენდება არცერთი საპარლამენტო სხდომა სადაც მათი მხრიდან თუნდაც 1 ინიციატივა გაჟღერებულიყო, გნებავთ აფხაზეთის და გნებავთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით…. ეეეეჰ, აი სწორედ ამას ვერ ვაპატიებ „ქართულ ოცნებას“ და  ალბათ, თქვენც იგივეს ფიქრობთ, ხოომ?

– რასაკვირველია! ნახეთ, როგორი სამწუხარო ფაქტები მოხდა ამ სამიოდე თვის წინ და თითქოს არაფერიო, ნორმად მიიღო ხელისუფლებამ…

1. რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს ერთიანი სოციალურ ეკონომიკური სივრცის შესახებ დოკუმენტს!

2. ჯერ კიდევ არჩეული არ ჰყავდათ ასლან ბჟანია პრეზიდენტად აფხაზებს, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ადმინისტრაციამ გამოუშვეს ღია  გზვნილები იმის შესახებ, რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ შუამავლების გარეშეო!

ამ შემოთავაზებას ქართველოს ხელისუფლებამ არათუ შემხვედრი ნაბიჯები, არამედ პასუხიც კი არ გასცა და საერთოდ ამის შემდეგ რაზე ვსაუბრობთ? მე არ ვიძახი, რომ პირველივე შეხვედრაზე ტერიტორიებს დავიბრუნებდით, მაგრამ მამაცხონებულო, დიალოგს და საუბრის დაწყების სურვილს, მითუმეტეს თუ აფხაზები თვითონ იჩენენ ინიციატივას, წინ რა ედგა, ან ახლა რა უდგას წინ? როგორ შეიძლებოდა ამ ისტორიულ, საინტერესო  შემოთავაზებას არ დათანხმებოდნენ, არ აჰყოლოდნენ და სამუშაო თემად არ გაეხადათ?!! როგორც მოსალოდნელი იყო ერთ ყურში შეუშვეს და მეორეშე გაატარეს და იცით, რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთი ამათ ცნობიერებაში აღარ არსებობს საქართველოსთვის და ეს მაშინ, როცა იქ მეტად შემაშფოთებელი მიგრაციული პროცესებია დაწყებუული სირიის მოქალაქეებისა და აგერ ახლახან დასრულებული ყარაბაღის ლტოლვილების იქ ჩასახლების დაწყებით!

იქნებ გაანძრიოს ტვინი საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და ერთხელ მაინც სხვას თუ არა, საკუთარ თავებს ჰკითხონ – რატომ ხდება დევნილების აკუმულირება მაინცდამაინც აფხაზეთის ზღვისპირეთში? თქვენ სადმე, რომელიმე სამთავრობო თუ მედია სივრცეში ამ თემებზე სპეციალური ან გადაცემა, ან განცახადებები მოგისმენიათ?

– მეტი დარდი არ აქვთ… ჯერ სარაიებს იშენებენ, ფულს აგროვებენ და  ზედ მილიარდობით საგარეო ვალსაც სესხულობონ, თითქოს ქვეყანას ახმარდნენ ან ეკონომიკისთვის ანდა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად…სანამ ცხვირში არ ურტყა  „იუნისეფმა“ ბავშვთა სიკვდილიანობის და შიმშილის სტატისტიკა იქამდე გაჯიქდნენ, არადა ბიძინა ივანიშვილმაც გამოსამშვიდობებლ სიტყვაში ახლაღა აღიარა ეს ფაქტი…

– კი ბატონო! საქართველო და მისი მოსახლეობა ილუზორულ  სამყაროში აცხოვრეს და  მიავიწყეს მთავარი პრობლემები-თქო, მაგას გეუბნებით! რატომ, რისთვის და ვისი დავალებით ჩადიან და მკვიდრდებიან აფხაზეთში ის ეთნიკური ჯგუფები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ აფხაზეთთან? ასეთი კითხვები უამრავია, მაგრამ გატრუნულები არიან და მე თუ მკითხავთ, კრინტის დაძვრასაც არ აპირებენ იმიტომ, რომ მშვენივრად მოერგნენ თაფლისა და კვერის მდგომარეობას, მიიღეს თანამდებობები, ფინანსები და სრული ნეტარების დროს, როგორც წესი პრობლემები რა მოსატანიააა? ვერ ხედავთ როგორ გახდნენ ყველას დედა, ცოლი, სიდედრი, სიმამრი, ბაბუა და ბებია, ანდა საყვარლები ბიზნესის ნიჭით დაჯილდოვებულებიი? – იგივე გახარიას გუნდი, ანუ მთავრობა, წარმატებულად რატომ ითვლება, რაც თქვენ ჩამოითვალეთ, ამის შემდეგ?

 – ერთმანეთს თუ ეძახიან წარმატებულებს არ ვიცი, და  ქვეყანას რომ წარმატების ნიშანწყალი არ ეტყობა, ეს ნამდვილად ვიცი და ვხედავ!

– ბატონო გიგლა, რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, მე ვიტყოდი, უპრეცენდენტო შეხვედრა შედგა პუტინის კაბინეტში, სადაც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ერთმანეთის პირისპირ სამხედრო ძალით დატაკებული ალიევი და ფაშინიანი, რუსეთმა გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დასვა და ერთმანეთთან არათუ დაალაპარაკა, არამედ, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა….

– დიახ, მოხდა ის, რასაც ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არც ამ ფაქტზე ჰქონია რეაქცია… არადა, მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ სრულებით შესაძლებელია, საქართველო თავისი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური უმთავრესი ამოცანების მიღმა დავრჩეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ამის ნიშანი სულ ახლახან იტალიაში დაფიქსირდა, სადაც სამიტზე აზერბაიჯანი მიიწვიეს და საქართველოს ხსენებაც კი არ ყოფილა!

30 წელი ხომ დავიღალეთ ჯერ ნატოს და შემდეგ ევროკავშირის წევრობის თუ გაწევრიანების ძახილით და ტყუილით? ხომ ტლიკინებენ და ტლიკინებენ დღემდე მაგრამ იგივე ნატო ჩვენს სამეზობლოში, აბა, ნახეთ, რეალურად სად დაფიქსირდა და იმოქმედა კიდეც? ყარაბაღის კონფლიქტის დროს, ოღონდ აზერბაიჯანის გვერდით, იმიტომ რომ თურქეთი ნატოს წევრიო ქვეყანაა და სწორედ თურქეთი ეხმარებოდა ტერიტორიების დაბრუნებაში აზერბაიჯანს!!! მონიტორინგის ჯგუფშიც რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი დაფიქსირდნენ და ეს არ არის უმნიშვნელო რამ – არ არის!!! ალიევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისთვის სიტყვაც არ უთქვამს, კრინტიც არ დაუძრავს, მაგრამ საჭირო დროს და საჭირო მომენტში, სწორედ მას დაუდგა გვერდით თურქეთი, რომელიც ვიმეორებ, ნატოს წევრი ქვეყანაა!

ახლა მოდით იმაზე ვისაუბროთ,პუტინთან შეხვედრისას რაზე მოილაპარაკეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა და რა ფუნქცია იკისრა რუსეთმა ამ ორი ქვეყნის სარკინიგზო მიმოსვლის კუთხით….

ჩვენდა სამწუხაროდ, სულ მალე სომხეთში ტვირთები არა აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს გავლით, არამედ  ჯერ რუსეთიდან აზერბაიჯანის და შემდეგ უკვე აზერბაიჯანიდან სომხეთში  შევა და ეს ჩვენი სარკინიგზო მაგისტრალი უფუნქციოდ რჩე-ბაა!!! დროთა განმავლობაში და ამგვარი უმეცარი პოლიტიკის გატარებით, ჩვენ დავკარგეთ ის ბერკეტი, რომელიც გვქონდა იგივე რუსებთან სალაპარაკოდ აფხაზეთის მიმართულებით და მეორე, დავკარგეთ ის სატრანზიტო-სარკინიგზო ფუნქცია, რომელსაც ფინანსური სარგებელი უნდა მოეტანა ქვეყნისთვის! ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უტრიალდებათ ენა ზოგიერთებს და როგორ გაჰყვირიან, წარმატებული ქვეყანა ვართ და  საგარეო ურთიერთობები დალაგებული გვაქვსოო? მალე სულ აღარ დასჭირდებათ  საქართველო ტრანზიტისთვის იმიტომ, რომ იგივე ყარაბაღის ტერიტორიაზე, თურქეთში შემავალ მაგისტრალებს ააშენებენ და სხვათაშორის ეს მაშინვე გაცხადდა, როგორც კი ყარაბაღში კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა რუსეთმა!!!

– სამწუხაროდ…..თუმცა თქვენი თქმისა არ იყოს, საქართველოს მოსახლეობის 99%-მა არ იცის ეს…. ბატონო გიგლა,  დღეს თქვენისთანა ერუდირებული პოლიტიკოსები თითზე ჩამოსათვლელია, ამას სრული გულწრფელობით ვამბობ და მენანებოდით ბურჯანაძის პარტიისთვის….ახლა, როცა ფაქტობრივად, კრახის წინაშეა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილმაც თქვა – ვინატრებდი ისეთ ძალას, რომელსაც ოპოზიციაში ქართული ოცნება ეყოლებაო, აი იმ ძალაში ხომ არ ხედავთ საკუთარ თავს და  ხომ არ ემზადებით  იმ ახალ პოლიტიკურ ერთობაში  გასაწევრიანებლად, რომელიც უდაოდ შეიქმნება ახლო მომავალში?

-აბა, რა გითხრათ? ჯერ მსგავსი არაფერია და თუ ასეთი რამ მართლაც მოხდება, გპირდებით, რომ პირველ ინტერვიუს თქვენ მოგცემთ და სამომავლო გეგმებზეც პირველად თქვენ დაგელაპარაკებით!

– სიტყვა, სიტყვაა და დავიმახსოვრებ! წარმატებებს გისურვებთ და მადლობა ინტერვიუსთვის!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

  •  
  •  

7 Comments

  1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    სამწუხაროდ დიდწილად ასეა და ჩვენც მაგას გავიძახით, მარა…}}წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

      ასე იცის: არჩევნებობიას, პოლიტიკოსობიას, მასმედიობიას,განათლებობიას, სამართალდამცავობიას, მღვდელობიას, მედიკოსობია(ახლა პანდემიობია დაემატა და “ვაქცინაციის” 5-10 წლის შემდეგ შედეგები, კატასტროფულ შედეგებს მოუტანს დემოგრაფიულად ისედაც განადგურებულ საქართველოს !!!)…და ა.შ. 30 წლიანმა ბავშვურმა თამაშებმა. ახლა არა მარტო თვითგანადგურების რეჟიმში ვართ (ვჭამთ ერთმანეთს), არამედ ჩვენ გარკვეულმა წრეებმა მინიმუმ 10 წელია გამოგვიტანეს განაჩენი და ეს რუსეთი არაა(ვითომ რუსეთია და ის ფარია)!!!… ამას დაემატება დემოკრატების მოსვლა დაიწყება ხელახლა მითები… 30 წლიანი გარე ძალების პროვიცირებული და ჩვენი “ტვინიკოსების” ხელშეწყობილი(ნებით თუ უნებლიეთ) კონფრონტაციის გაგრძელება რუსეთთან…ამასობაში საქართველო ყველანაირად დაჩიავდა, დაკნინდა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ბოლო 10-ში ვართ მსოფლიოს მასშტაბით…როდის შევალთ ქართველები “ნატოში”, “ევროკავშირში”??, როცა საქართველოში ქართველი არ დარჩება?…კარგი, ქართველი ხალხი ხელისუფალს არ აინტერესებს 30 წელია არასდროს და ფული არ ჯობია თუმც გაწყვეტილა მთელი ქვეყანაა; მაგრამ მათი შვილები და მომავალი ქართველები დარჩებიან თუ არა, ალბათ ისიც არ აინტერესებთ?….მაშ გაუმარჯოს კ. შვაბის, რომის პაპის, როკფელერების…”ინკლუზიურ კაპიტალიზმს”(ციფრული სოციალისტური კონცლაგერი)მთელს მსოფლიოში, ქართველების გარეშე?… მოუსმინეთ კიდევ ერთხელ ამ ლეგენდა კაცის 11 წუთიან ვიდეოს კარგად და ბევრს თვალები აგეხილებად (მდიდრები და ღარიბები!!!…) https://www.youtube.com/watch?v=yd2DOK6tXg4
      საქართველოში თუ არ მოვიდა ჭეშმარიტი მარტო ხელფასზე დამოკიდებული, ეროვნებით და სულით ქართველი ხელისუფალი… თუ არა მაშინ, ჩვენი ცივილიზაციის დასასრული რომ იტყვიან ჩვენს თვალწინ, ჩვენთან ერთად მოხდება!!!… ხომ უსმინეთ, რას ამბობს ბატონი იგორი: ის ერები რომლებიც ვერ ჩაერთვებიან ახალ მსოფლიო მოწყობაში და ვერ დაანახებენ უმაღლეს აზროვნებას(ღმერთს) რომ ისინი საჭიროები არიან;
      მაშინ მათ თვითონ ღმერთი გაანადგურებსო….ფიქრის დრო აღარაა ქართველო !!!!!!!!!!!!!!

      1. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

        იმეცადინეთ, თუ როგორი იქნება დემოკრატების ამერიკა და მსოფლიოც (ციფრული ფაშიზმის დასაწყისი) https://www.youtube.com/watch?v=kZJ0eFAgnIs

  2. ანონიმური

    შენც მაგრა ყაყანებ

  3. ანონიმური

    ვაი თქვენს პატრონს. გასკდით გულზე, ქართული ოცნება არის ნამდვილად ქართულად მოაზროვნე და უძლიერსი ხელისუფლება.

  4. ანონიმური

    ალია, თქვენ ხართ ნაც ჯალათები.

  5. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

    БесогонTV «Jedem das Seine / Каждому свое» ნ. მიხალკოვის “ბესაგონი”… კ.შვაბის, გაეროს, ინგლისის სამეფო კარის…მსოფლიო ციფრულ კონცლაგერზე, ახალ მსოფლიო გადატვირთვაზე, ხელოვნურ ინტელექტზე…ჩვენ “უბედნიერეს მონურ” მომავალზე: სადაც გაუქმდება ქვეყნები, კერძო საკუთრება, რელიგიები… და ბოლოს ადამიანიც(ტრანსგუმანიზმი) https://www.youtube.com/watch?v=rQSDEceknU4

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.