რას უმზადებს 20 ივნისს ოპოზიცია ხელისუფლებას? – “ოპოზიცია ბეწვის ხიდს ააგებს”

20 ივნისის აქცია საინტერესოდ შეიძლება წარიმართოს. ოპოზიციის ლიდერები აქტიურად განიხილავენ დისტანციის დარღვევის თემასაც, ანუ მათ სურთ, ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოიკიდონ. თუ დისტანცია დაცული არ იქნება, სამართალდამცავებმა ზომები უნდა მიიღონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ბოლო ხმაზე იყვირებს, გავრილოვის ღამეს იმეორებენო.

თუ პოლიცია არ იმოქმედებს, უკვე ხელისუფლების ამომრჩეველი გაბრაზდება, მე რომ ვარღვევ, რატომ არ მპატიობ და მოწინააღმდეგეს ხელს რატომ უსვამ თავზეო. ამიტომ, 20 ივნისს ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს და ამ ბეწვის ხიდს სწორედ ოპოზიცია ააგებს.


„მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებების სატელევიზიო განხილვას 21 ივნისიდან იწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ივნისს ოპოზიციას ბოლო ვადა აქვს, შეთანხმებული პროექტი ჩაშალოს და ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს.

სამოქალაქო აქტივისტები მზად არიან პროვოკაციაზე წამოიკიდონ ხელისუფლება და ახლა მთავარია, რას იზამენ ძალოვნები?! ისედაც ხომ ყველა ხვდება, რომ აქციაზე ყველა პირბადით და ყველა დისტანციაზე ვერ იქნება. ასეთ შემთხვევაში, დაახლოებით 5 ათას კაცს, კილომეტრიანი დიამეტრი მაინც სჭირდება იმისთვის, რომ 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვას, რაც წარმოუდგენელია.

პლუს ამას, ნიღაბი აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უკანონობაზე თამამად წავიდნენ, რადგან მათი იდენტიფიცირება გაჭირდება და ეს ყველაზე კარგად სწორედ ოპოზიციამ იცის“, – გვეუბნება ოპოზიციის წარმომადგენელი.


მან ისიც გვითხრა, რომ ძირითადი მასის ჩამოყვანა რეგიონებიდან სურთ, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მათ დარჩენის პრობლემა არ ჰქონდეთ და არც სახლში წასვლის სურვილი გაუჩნდეთ. რამდენად არის ეს ყველაფერი მარტივი განსახორციელებელი, თავად განსაჯეთ, მაგრამ ფაქტია, რომ რეგიონებში ოპოზიციის აქტივი 20 ივნისისთვის საგანგებოდ ემზადება.

ანი დვალიშვილი, ალია №18

  •  
  •  

კომენტარი

  1. Tato

    არავის გადაუღუნოს ოპოზიციამ ,ამოვიდნენ,უკვე,ყელში მიქარავენ,დედა,ეტირებათ

  2. merabi-3 OMIS VETERANI.

    kvela dedamotknuli opoziziashia, kvelapers gaaketeben rom areuloba gamoizvion da saxelmzifo daangrion, kvela dasaxvretia dedabudianad. xalxi gverdshi unda daudges saxelmzifos da es gandonebi gaidzurzebian. dafikrdit xalxo-normaluri da zknari saxelmzifo da zxovreba dvinda tu dedamotknul fashistebit savse ukrainasavit sisxlismsmel (naz-evropelebtan, nabozar xidaselis odjaxianebtan tu gandon natelashviltan)xalxtan zxovreba.NAZ_EVROPELEBIS, NATELASHVILIS, BOZI SULI DA DEDA MOVTKAN.

  3. ღორების ადგილი ნაგავსაყრელზეა.

    ბურჯანაძე, ბესელია, სანიკიძე და ძმანი და დანი მათნი, დაუბრუნდენ იმ ბუდეს, საიდანაც იშვნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.