რას სთხოვს ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერს? – “მისი შიში ექნებათ, ძალა აქვს გახარიას”

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე – თამარ ბაჩალიაშვილის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან ინფორმაცია წაშლილია. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გამოძიება საქმეზე კვალის წაშლას ცდილობს.

როგორც ბაჩალიაშვილი აცხადებს, ის გამოძიებას არ ენდობა, თუმცა ნდობას უცხადებს პროკურატურას.

ბაჩალიაშვილების ოჯახი პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას შეხვედრას ისევ სთხოვს.

“ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ტელეფონი, რაც ლეპტოპზე გააკეთეს იგივე დაგვხვდა აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი არ მაქვს. ყველაფერი იქნება წაშლილი, ყველანაირ კვალს აქრობენ…

მე უფრო პროკურატურას, ბატონ შოთაძეს ვენდობი ვიდრე იმათ (შსს-ს). მიხვალ იგივე ზღაპრებს გიყვებიან. ამიტომაც ვთხოვ მთავრობის მეთაურს ჩაერთოს საქმეში, იმის შიში მაინც ექნებათ, ძალა აქვს გახარიას”

  •  
  •  

კომენტარი

  1. მარინა

    პირველ რიგში გიორგი გახარიას ადამიანობა გააჩნია.რაც შეეხება თქვენს საქმეს დარწმუნებული ბრძანდებოდეთ არ დატოვებს უყურადღებოთ.

  2. ანონიმური

    რომელ შოთაძეს ენდობით.იმ შოთაძეს რომელმაც სარალიძის საქმის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა?მაგას რად უნდა ლაპარაკი რომ ყველაფერი გაყალბდება და წაიშლება ?როცა მკვლელებს ხელს აფარებენ.იქ შოთაძე და გახარიას არავინ არაფეტს ეკითხება.საქმის გამყალბებლები და დიდოსტატები სხედან თანამდებობებზე და უბატონოდ ხმას ვერავინ სცემს.ბრძანებენს კარგად ასრულებენ

  3. ანონიმური

    შოთაძეს სულ ტყუილად ენდობით, ის არც გენპროგურორი არ უნდა იყოს. რაც შეეხება გახარიას, შეიძლება სურვილი ჰქონდეს კიდეც დახმარების, მაგრამ, თუ პატრონი წინააღმდეგია….არ არის თავისუფალი გახარია გადაწყვეტილებებში სამწუხაროდ.

  4. ანონიმური

    შვილმკვდარ ოჯახს ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ ჰგონიათ ,რატო უნდა შლიდეს რომელი რამე დიდი წონა იყო 23 წლის გოგო რო უშიშროება კლავდეს,უშიშროება თუ კლავს ვერავინ დაადგენს ტელეფონით კიარა ვერაფრიდ არა იყო ის პერსონა 23 პროგრამისტი რო არჩევნების წინ მთავრობა იშორებდეს,სხვა თავებია აქ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.