რას პასუხობს ია ფარულავა ბრალდებებს?

მეორე დღეა ია ფარულავას მიმართ ბრალდებები არ წყდება, თემურ თათარაშვილი, გიორგი მასხულია და დღეს უკვე, ჟურნალისტი მაკა რაზმაძეც…

თემურ თათარაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გიორგი მასხულია ზომების მიღებით იმუქრება.

მაკა რაზმაძე კი წერს, რომ იამ მეგობრებს 3 პროცენტიანი რეიტინგი ამჯობინა.

მიუხედავად იმისა, რომ სამივემ თავის პოსტში დათაგა ია ფარულავა, ია ფარულავას გვერდზე, არც ერთი მათგანის წერილი არ ჩანს და მაკა რაზმაძე იმასაც წერს, რომ “პოსტიდან თავის ათაგვა ტეხავს”…

ია ფარულავამ დღეს სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ არის სამეგრელო-ზემო სვანეთში და სასტუმრო გარდენ პალასში თავს ბედნიერად გრძნობს.

“მე დავბრუნდები” – წერს ფარულავა.

შეგახსენებთ, ია ფარულას გადაცემა “ფარულ კონვერტში” სტუმრად ჰყავდა მოდელი და დიზაინერი, გიორგი ნაზღაიძე. ნაზღაიძემ იას უამბო, როგორ ერთობოდა კარანტინის დროს:

-ფოტოკოლაჟებს ვქმნიდი და ვაზიარებდა წარწერით…

ია ფარულავას გადაცემაში, უამრავი ცნობილი ადამიანის ფოტოები გვაჩვენეს, გიორგი ნაზღაიძის მინაწერებით….

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.