რას მოჰყვა “ჯახი” და რას სთავაზობდა ოპოზიცია “ოცნებას”? – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა:

„მოლაპარაკებებზე, რომელზეც მაგიდასთან გვეპატიჟებოდნენ, იყო ერთი მთავარი ამოცანა, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ და სააკაშვილმა უნდა მართოს ქვეყანა და მასთან ერთად საცივში თავჩაყოფილმა ხალხმა. ეს იყო შემოთავაზება. რამდენად უფრო სამართლიანი და რამდენად უფრო დახვეწილია შემოთავაზება, რომელსაც აკეთებს „ქართული ოცნება“ – ჩაიბარეთ, უხელმძღვანელეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უშველებელი ვალდებულებებით და ამავე დროს უშველებელი უფლება-მოვალეობებით; ამის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა, როგორი არჩევნები ჩავატაროთ – რიგგარეშე არჩევნები, განმეორებითი არჩევნები, ან იქნებ დავტოვოთ ის შედეგები, რომელსაც 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი?! დანარჩენი შემოთავაზება, რაც ჩვენ ოპონენტებისგან მივიღეთ იყო ჰაერში გამოკიდებული, რაღაც დესტრუქციულ გეგმაზე დაქვემდებარებული წინადადებების წყობა და სხვა არაფერი.

მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, რომ ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამას ყველაფერს „ჯახი“ მოჰყვეს. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ „ჯახს“, ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. ეს ამოცანა იყო მთავარი. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ, პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას“

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ისემც შენი კომუნისტი დედას შევეცი.რიგგარეშე არჩევნებზე იყო მოთხოვნა და მოგიწევთ.დედაც მოგეტყნებათ

  2. ანონიმური

    შენ გვარში ყველას შეაჯდა ხიხოს გაბრიქინებული ზებრა!!!!!!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.