რას მიაკვლიეს ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ადვოკატებმა მაწევანში და გოლთეთში?

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, ცხედარი საკალმახე „ალგეთიდან” ავტომობილით სოფელ მაწევანის ტყეში მიიტანეს.

გამოძიება კი ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ცენტრალური გზით არის მანქანით გადაადგილება შესაძლებელი.

მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ქვემო გოლთეთში იმყოფებოდნენ.

მათი ინფორმაციით, გზა, რომელიც თავად აღმოაჩინეს, იძლევა შესაძლებლობას, რომ ევაკუატორმა და ავტომობილმა გაიარონ.

​ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თამარ ბაჩალიაშვილი „ვილა ალგეთში” კონსპირაციულ შეხვედრაზე ჩამოსულიყო და ამ გზით მაწევანამდე გადაეყვანათ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.