რას ეძებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში პოლიცია?

ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ორი ძირი ციკასი მოიპარეს. ამის გამო გამოიძახეს პოლიცია.

მართალია, უშუალოდ ციკასებთან ვიდეოთვალი არ იყო დამონტაჟებული, მაგრამ მთლიანად ბაღში უამრავი კამერაა.

ციკასი არ არის პატარა მცენარე რომ ვინმეს ჯიბეში ჩაედო. ცოტა რთული დასაჯერებელია რომ ვინმემ მანქანის გარეშე მოახერხა გატანა ბაღიდან რომლის ტერიტორია 117 ჰექტარამდეა დაახლოებით და ყველგან დაცვა დგას.

ცოტა ხნის წინ ბოტანიკურ ბაღში საერთაშორისო ორგანიზაციის ნაჩუქარი ოთხი საცელავი აპარატი მოიპარეს.

ალბათ ახლა საცელავებსა და ციკასებს ერთად მოძებნიან.”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.