რას გააკეთებს ხვალიდან შსს 23 წლის დაკარგული გოგოს საპოვნელად? – აქციის შემდგომი ნაბიჯები

4 დღის წინ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, საკუთარი ავტომობილით, ვერცხლისფერი “ჰიუნდაით”, დღის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.

დედა ამბობს, რომ მას თან არაფერი წაუღია, გარდა საბუთებისა და საფულისა, რომელიც ყოველთვის ჩანთაში ედო.

12 საათზე მანქანა მარნეულში დაფიქსირდა, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში. მისი კვალი უკვე სოფელ გოლთეთში იკარგება.

დაკარგული გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა განათლება საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო. ამბობს ასევე, რომ დღემდე არ იცოდა მისი შვილის სად მუშაობდა.

გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ.

მიუხედავად ამისა, დღემდე საიდუმლოდ რჩება, სად მუშაობდა 23 წლის გოგო, რომელიც ასე უცნაურად გაუჩინარდა და ერთ პატარა სოფელში გაქრა მანქანიანად.

დღეს საღამოს ოჯახმა და ახლობლებმა აქცია გამართეს და ითხოვდნენ შსს-სგან ეთქვათ, რა ეტაპზეა ძიება, დედა ითხოვს, გააცნონ საქმის მასალები, მინიმუმ ის მაინც უთხრან, კიდევ სადმე ჩანს მისი შვილის კვალი, თუ არა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა. ახლობლები მაინც არ დაიშალნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის დედასთან აქციაზე გამომძიებელი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ.

კითხვას – რას ნიშნავს ყველაფერს ვაკეთებთ და რა შედის ამ ყველაფერში, გამომძიებელს პასუხი არა აქვს.

მეტიც, ის აქციაზე მყოფ დედას ეკითხება, ხომ არ იცის მისი ქალიშვილის კომპიუტერის პაროლი, რადგან, მთელი 4 დღის მანძილზე, თურმე, პაროლი ვერ გატეხეს და შესაბამისად, ვერც მიმოწერა წაიკითხეს, არადა, გაუჩინარების პირველივე დღესვე, პოლიციამ კომპიუტერი ზუსტად მიმოწერის სანახავად წაიღო.

ხომ შესაძლებელია, თეორიულად, რომ სწორედ ამ მიმოწერაში იყოს პასუხი და ხომ შესაძლებელი იყო, ამ მიმოწერის ნახვისთანავე ეპოვნათ გოგო?

რამდენი თანამშრომელი ჰყავს შსს-ს, რომლებიც ხელფასს პაროლის გატეხვაში, ინფორმაციის ამოღებაში იღებს?

“იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ვაშუქებთ, ათასი ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედება ტარდება” – უთხრა გამომძიებელმა დღეს საღამოს აქციაზე დედას.

დედა არ ითხოვს, რომ გაშუქდეს ღიად საგამოძიებო მოქმედება, დედა ითხოვს მას გააცნონ, რა ეტაპზეა გამოძიება, პირადად მას, დედას!

პირიქით, გამომძიებელმა იქეთ სთხოვა დედას, თუ რამე ინფორმაცია გექნებათ, გაგვაგებინეთო!

ბოლოს შსს-ს წარმომადგენელმა დაიბარა, ხვალიდან ვეტმფრენით მოვძებნითო!

აქციის გამართვამდე, 4 დღის მანძილზე, ვეტმფრენით არ მოგიძებნიათ, კომპიუტერი ვერ გახსენით, ინფორმაციას დედას არ აცნობთ – ათასი სამძებრო ღონისძიება ჩავატარეთო კი იძახით, ასე 5 ათასი სამძებრო ღონისძიებაც რომ ჩაატაროთ, მნიშვნელოვანს თუ არ გააკეთებთ, რა აზრი აქვს? ათასი ახლობელი და მეგობარი ჰყავს მაგ ოჯახს და თითო რომ გამოგეკითხათ, მარტო ეგ იქნებოდა ათასი ოქმი. მერე?

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანაში, გამოძიების დასაჩქარებლად აქციის გამართვა გიხდება, კიდევ არა უშავს, რომ ზოგ საქმეში, აქციის გამართვა მაინც გშველის…

იმედია, ხვალ დილიდან, გამოძიება საჭირო ნაბიჯებს გადადგამს საჭირო მიმართულებით და თავს დაანებებს ოქმების თვლას, იმ ოქმების, რომელიც შეიძლება მართლაც ათასია, მაგრამ არაფერში გამოადგა და ერთი ნაბიჯითაც ვერ წასწია წინ.

და ილოცეთ, ბატონებო, რომ აქციის შემდგომი გამოფხიზლება და დაფაცურება დროული აღმოჩნდეს და არა დაგვიანებული!

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Ra unda gaaketos, an saertod ris gamketeblebi arian.

  2. ანონიმური

    Jer sadaa magari kaosia

  3. ანონიმური

    ამათ თუ აქციები არ მოუწყვე.თუ მედიამ და ტელწვიზიებმა არ გააშუქეს მოვკენები,ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ და ერთ ადგილს არ ანძრევენ.მთავარია ფული აკეთონ და სასახლეები იშენონ.

    1. ანონიმური

      ვინ ამათ,პოლიციამ? ტვინი გაანძრიე.

  4. ანონიმური

    ტვინი შენ ტვითონ გაანძრიე უტვინო.აქ შ.ს
    ს ზეა ლაპარაკი და არა უბრალო პატრულზე.ჩალა რომ გიყრია მაგ გოგრაში.ცოტა იაზროვნე და ისე დააკომენტარე

  5. ანონიმური

    ტვინი შენ გაანძრიე! და თვალები გაახილე!

  6. ანონიმური

    ეს ვეტმფრენი გიორგი ვაშაძემ თქვა წუხელ. ესენი ხომ ტელევიზიებიდან მოსმენილით მუშაობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.