რას ამბობს პაატა ბურჭულაძის შვილი კორონავირუსის შესახებ ცრუ sms-ების გაგზავნაზე?

სპეცოპერაცია ვაკეში, ჭავჭავაძის 15 ნომერში ჩხრეკა მიმდინარეობს, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS შეტყობინებები გაიგზავნა და მოსახლეობის პანიკას ისახავდა მიზნად. ოფისიდან გამოტანილია კომპიუტერები.

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა გარკვეული სმს-ები რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მის ოფისში განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს.

ჩხრეკა კორონავირუსის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო ესემესების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაცა სხვა კომპანიიდან მოხდა რაღაც რაოდენობის  ცრუ ესემესების დაგზავნა. დაემთხვა ისე, რომ მთავრობის ესემესების დაგზანის შემდგომ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა თავის ოჯახის წევრებს, დედას დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი ესემესი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა, გამოჩნდა ჩვენი ექვსი ესემესი. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა ესემესები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“- აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

1tv.ge

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.