რას აიძულებს “ოცნება” პედაგოგებს? – “დახურულ შეხვედრებს ატარებენ ბაღებსა და სკოლებში”

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და დაწესებულებების პერსონალს – სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41, აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ წევრი ლია მუხაშავრია ავრცელებს.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და დაწესებულებების პერსონალს – სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ.

ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და მოსახლეობა ამით შეწუხებულია.

მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.

ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან.“ – აცხადებს ლია მუხაშავრია.

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    mere itkvian movigetp ganfonebi

  2. ანონიმური

    ყაველაშვილმა ყლემ ვინ უნდა აიძულოს მოგიტყანთ ოცნება

  3. sos

    ლია გენაცვალე მოგბეზრდა სოფელში ყოფნა?

  4. ანონიმური

    მუხაშავრია და ჭიჭინაძე ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან.

  5. ანონიმური

    ოცნებას მოუტყან ოცნება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.