რამდენ წლიანი პატიმრობა ემუქრება ბადრი ესებუას დაკავების შემთხვევაში

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. პოლიცია მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: სსკ-ის 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე. სსკ-ის 323-ე მუხლი, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 15 წლამდე.სსკ-ის 329-ე მუხლი, რაც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.

შესაბამისად, ბადრი ესებუას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.