რამდენი ლარი დახარჯა მობილურით საუბარში პრეზიდენტმა და რამდენი ქვეყნის ლიდერს ესაუბრა?

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამ თვეში სახვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან მობილურით საუბარში 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ფეისბუქზე დაწერა:

“საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით — ვიდეოზარით დაუკავშირდა. 32 ქვეყნის ლიდერს კი ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობილურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა”

  •  
  •  

კომენტარი

    1. 🇬🇪

      აბაა, რა ენაღვლებათ ამ მუქთახორა ბიძინას სათამაშოებს😏თან ხალხის ფულით რომ გრიალებენ გათავხედებულები

  1. ანონიმური

    რა მოგივიდათ ხალხო,პრეზიდენტმა 200 ლარი რომ დახარჯოს სამ თვეში ბევრია? კომენღარის პატრონები დარჭმუნებული ვარ ბევრად უფრო ბეტს ხარჯავს სამი თვის განმავლობაში.

  2. Mamu

    Ras aketeben tore xarjon, sakme dagvanaxon, sakme.

  3. ნინა

    სამ თვეში 200 ლარს პრეზიდენტები კი არა ჩვეულებრივი ხალხი ხარჯავს,, მაგრამ დაბოღმილი ხალხისთვის მილიონების ანუ ბუზი სპილოა ხომ

  4. ინნა

    რა მოხდა საქართველოს ბოლო პრეზიდენტია.

  5. ანონიმური

    ყველამ თავის დახარჯულს მიხედოს

  6. ანონიმური

    იმედია დაკმაყოფილდა გვარამია პასუხით

  7. თინა

    არა ვარ პრეზიდენტი მარა თვესი ვხარჯავ 450 ლარს ტელეფონის ზარებზე რა გიკვირთ?

  8. X

    კორუფცია ყველგანაა, მაგრამ ფული საქმეში კეთდება ამათ ეგეც არ იციან. თუმცა რაც დავალებული აქვთ იმას აკეთებენ. 200 ლარის დახარჯვა რა გასაკვირი ამბავია, ბოლო ბოლო პრეზიდენტია. საქმეზე ილაპარაკეთ საქმეზე ! ! !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.