რამდენი ექიმი და ექთანია ქვეყანაში და როგორ ვაპირებთ მათ გამოყენებას?

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტების კითხვებს განსხვავებულ რეჟიმში, სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს და მედიამ კითხვები გადავაგზავნეთ. რა თქმა უნდა, “ალიამაც” გადააგზავნა კითხვები, რომლებზე პასუხიც საზოგადოებას აინტერესებს. თუმცა, დროის სიმცირის გამო, ბატონმა ამირანმა ვერ უპასუხა ყველა კითხვას და პასუხი გასცა “ალიას” ერთ კითხვას – რამდენი ექიმია მობილიზებული ამ მომენტისათვის:

“საქართველოში არის 22 ათასამდე ექიმი და 18-19 ათასამდე ექთანი, ეს შეფარდება გვაქვს არასახარბიელო სამწუხაროდ.

რა თქმა უნდა მობილიზაცია, რასაც ქვია, ხდება ე.წ. გეგმის მიხედვით – ეტაპობრივი მობილიზაციით, როგორც პირველადი ჯანდაცვის ისე, ჰოსპიტალის – აი, ის 500 საწოლი პირველ რიგში, რაც ჩამოგითვალეთ გაწერილია პირველი ეტაპისთვის.

შემდეგ არის მეორე ეტაპი, სადაც ემატება 2000 საწოლი და შესაბამისად სამედიცინო პერსონალი

და მესამე ეტაპი, სადაც ადის უკვე 5 000 საწოლამდე და შესაბამის სამედიცინო პერსონალამდე.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახლა კოვიდია, გეგმიური სამედიცინო დახმარება შეჩერებულია, მაგრამ გვჭირდება გადაუდებელი დახმარებაც ადამიანებისათვის, ამიტომ ექიმების ნაწილი, სხვა დაავადებების მქონე პაციენტებთანაც საჭიროა”

“ალია” თვლის, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უკვე გეგმა, როგორ აპირებს მედ.პერსონალის მუშაობას, გადაიყვანს მათ სმენის დასრულების შემდეგ სპეციალურ შენობაში, ამუშავებს ისე, როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობენ – 2 კვირა გადამბულად, შემდეგ უტარდებათ ტესტი და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიდიან სახლებში.

ექიმების უმეტესობა გადაღლილია, თუ ექიმების დანარჩენი ნაწილი, უკვე გადამზადებულია და მაინც მოუწევს აპრილის ბოლოს, ან მაისში ჩაერთოს პროცესში, ხომ არ სჯობს, ახლა, სანამ სიტუაცია ადვილად სამართავია, მცირე ხნით, ისინიც ჩავრთოთ და პერსონალი, რომელიც ახლა ლამის 24 საათი მუშაობს, დავასვენოთ?

ევროპის ბევრ ქვეყანაშია დღეს უკვე ექიმების პრობლემა და ბევრი ექიმი და ექთანი დაინფიცირდა, დაინფიცირდნენ ექიმების ახლობლები. გადაღლილმა ექიმმა შეიძლება ისე ვერ დაიცვას უსაფრთხოების ზომები, როგორც საჭიროა.

ამ კითხვას, ბატონ ამირანს, მომავალი ვიდეო მიმართვისას, ისევ დავუსვამთ, ისევე როგორც იმ კითხვებს რომელზედაც პასუხის გაცემა ვერ მოასწრო.

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Profesionalebi nacionalebma samsaxuridan gaushves, shedegs axla vimkit

  2. ანონიმური

    ალია გეყოფათ რა ჭკუის სწავლება ყველამ თავის საქმეს მიხედოს და ნუ აცდენთ ამ ექიმებს თვითონ უკეთესად იციან რა უნდა გააკეთონ

  3. ანონიმური

    მადლობა ჩვენს ექიმებს დაუღალავი შრომისთვის

  4. ანონიმური

    წარმატებებს გისურვებთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.