“რამდენიმე წამი ვერაფერი თქვა” – რა მოხდა სამეფო ოჯახში?

ქართული სამეფო ოჯახი შვილს ელოდება. იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ, პირველ შვილს ელოდებიან. როგორც ქრისტინე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მეუღლეს ეს ამბავი სიურპრიზის სახით შეატყობინა.

„ეს მართლაც გასაოცარი და დაუვიწყარი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ორსულობის დადასტურების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს სიახლე იოანესთვის სიურპიზის სახით გამეცნო. ერთ საღამოს, ოჯახური შეკრების დროს, იოანეს გადავეცი კონვერტი, სადაც ეწერა: „მამა, ველოდები შენთან შეხვედრას“. კონვერტის გახსნის შემდეგ, რამდენიმე წამი თითქოს ვერაფერი თქვა, შემდეგ უბედნიერესი თვალებით შემომხედა, მივულოცეთ ერთმანეთს და ულამაზესი საღამო გავატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად“.

როგორც იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი აღნიშნავს, შვილს საქართველოში გაზრდიან.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    რამდენი სამეფო ოჯახი გვყავს?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.