რამდენით დაჯარიმდებით თუ ქორწილს გადაიხდით? – იკრძალება ქელეხის და იუბილეს გადახდაც

ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ანრი ოხანაშვილი:

„მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა.

იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე დარღვევაში და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2000 ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000 ლარიანი ჯარიმით.

თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“

თუმცა, მოგეხსენებათ, ეს რეგულაციები მხოლოდ ჩვენთვისაა, თორემ თავად 10 ადამიანზე მეტნიც იკრიბებიან, არც დისტანციას იცავენ და არც პირბადის გაკეთების ვალდებულება აქვთ, ეს ფოტო 22 მაისსა გადაღებული, ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა შეზღუდვები უფრო მკაცრად “კონტროლდებოდა”:

  •  
  •  

კომენტარი

  1. ქართველი

    ჰაერის გადასახადს როდის გვიწესებთ ბარემ ეგეც გვითხარით.

  2. ???

    15 ივლისის შემდეგ აკრძალვები აღარ მოქმედებს და დასაშვები იქნება ქორწილების გადახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.