რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

ქარ­თველ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ღია წე­რილ­ში პომ­პე­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ჯა­რის გან­თავ­სე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თეს

  • რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ამე­რი­კუ­ლი მუდ­მი­ვი სამ­ხედ­რო ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას შეც­ვლი­და ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის?

ამ კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს წე­რი­ლის ერთ-ერთი ავ­ტო­რი პა­სუ­ხობს:

ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის მკვლე­ვა­რი შოთა ღვი­ნე­რია მი­უ­თი­თებს, რომ რუ­სეთს ახლა უკვე რე­გი­ონ­ში, სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ჰყავს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რუ­სე­თის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბა კი ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ეროვ­ნულ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე, ამე­რი­კის რე­გი­ონ­ში ყოფ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი ამ კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო ამის­თვის ერ­თა­დერ­თი მყა­რი და­საყ­რდე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

“ჩვენ ვნა­ხეთ, რომ იმ ფონ­ზე, რაც ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის ფონ­ზე, მა­შინ, რო­დე­საც და­სავ­ლე­თის ზო­გა­დად და კონ­კრე­ტუ­ლად აშშ-ის ყუ­რა­დღე­ბა არის ახლა უფრო შიდა პრობ­ლე­მებ­ზე მი­პყრო­ბი­ლი და ყვე­ლა გა­დარ­თუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ უპა­სუ­ხონ ამ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ას, რო­გორ მო­ნა­ხონ გა­მო­სა­ვა­ლი ამ ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რუ­სეთ­მა ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნა იმის­თვის, რომ რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი ვიწ­რო მიზ­ნე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მან შეძ­ლო ის, რომ კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში უკვე ჰყავს სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და ამ სამ­ხედ­რო ყოფ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლი­ან დიდ ზე­წო­ლას მთლი­ა­ნად რე­გი­ონ­სა და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ზე. სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ზე და მთავ­რო­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის რუ­სეთ­მა გა­ა­ორ­მა­გა თა­ვი­სი ბერ­კე­ტე­ბი და რა თქმა უნდა, ეს სა­ქარ­თვე­ლო­საც ეხე­ბა – რაც უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში რუ­სე­თი, ეს პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად ცუ­დად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ეროვ­ნულ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი შედ­გა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სპონ­ტა­ნუ­რად (მის ტურ­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ბოლო მო­მენ­ტში და­ე­მა­ტა), ისიც მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა, რომ ამ ვი­ზიტს რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა არ ჰქო­ნია. ის ჩა­მო­ვი­და აქ, რათა კი­დევ ერთხელ და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა ის, რომ აშშ არის არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პარტნი­ო­რი ან მხარ­დამ­ჭე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მხარს უჭერს ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ ხალ­ხსა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა, აშშ კარ­გად ხვდე­ბა იმას, რომ ამ რე­გი­ონ­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან მკა­ფიო ცვლი­ლე­ბე­ბის, ბა­ლან­სის ცვლი­სა და ინ­ტე­რეს­თა გა­დაჯ­გუ­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აქ აშშ იყოს ჩარ­თუ­ლი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი. რა თქმა უნდა, ერ­თა­დერ­თი მყა­რი და­საყ­რდე­ნი რე­გი­ონ­ში მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი­ცაა და ცუ­დიც ის, რაც რე­გი­ონ­ში მოხ­და: ცუდი იმი­ტომ, რომ გა­ი­ზარ­და რუ­სე­თის გავ­ლე­ნა, კარ­გი იმი­ტომ, რომ ამე­რი­კამ კი­დევ უფრო მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა მის­თვის, ამ რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად რა­ღაც და­საყ­რდე­ნი ჰქონ­დეს.

ამ პი­რო­ბებ­ში, რო­გორ­შიც ჩვენ პომ­პე­ოს დავ­ხვდით, რა თქმა უნდა, რა­ი­მე კონ­კრე­ტულ შე­დე­გებ­ზე ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, მა­შინ, როცა ამომ­რჩევ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი და სრუ­ლი­ად ოპო­ზი­ცია არ აღი­ა­რებს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, აქ რა­ღაც სტრა­ტე­გი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე და დიდი, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ვერ იქ­ნე­ბო­და. ის ჩა­მო­ვი­და, და­ა­ფიქ­სი­რა მხარ­და­ჭე­რა ქვეყ­ნის მი­მართ, და­ა­ფიქ­სი­რა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად ამე­რი­კის­თვის და კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ეკის­რე­ბა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ში, რო­გორც ამე­რი­კის პარტნი­ორს… და­ნარ­ჩე­ნი ალ­ბათ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც ჩვენ თვი­თონ შევ­ძლებთ, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არე­ულ-და­რე­უ­ლი ვი­თა­რე­ბა რო­გორ­ღაც და­ვა­ლა­გოთ, ამას ჩვენ­თვის ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს, ეს ჩვე­ნი საქ­მეა. როცა ქვე­ყა­ნა უკვე მზად იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ რა­ღაც ლე­გი­ტი­მუ­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით წარ­დგეს თა­ვი­სი პარტნი­ო­რის წი­ნა­შე, მა­შინ ალ­ბათ, რა­ღაც უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა აშშ-სთან“, – აცხა­დებს ღვი­ნე­რია.

მისი თქმით­ვე, ეს ბაზა თუკი გან­თავ­სდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია იქ­ნე­ბა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­კუ­პი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი და­ცუ­ლი იყოს.

“რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ცდი­ლობს, ამე­რი­კუ­ლი ბაზა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რო­გორც რა­ღაც ნე­გა­ტი­უ­რი ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, ან საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ფაქ­ტო­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს ბაზა თუკი გან­თავ­სდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია იქ­ნე­ბა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­კუ­პი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი და­ცუ­ლი იყოს და რუ­სეთ­მა ვე­ღარ შეძ­ლოს, და­მა­ტე­ბით კი­დევ ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას, რო­გორ­საც მუდ­მი­ვად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გვიქ­მნის ამ ბორ­დე­რი­ზა­ცი­ით, ხალ­ხის გა­ტა­ცე­ბით, რა­ღაც ახალ-ახა­ლი და­მუქ­რე­ბე­ბით, სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვით და ა.შ. ანუ ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა გა­რან­ტია იმის, რომ აშშ სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას და არ და­უშ­ვებს იმას, რომ რუ­სეთ­მა გა­ნაგ­რძოს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა; არ და­უშ­ვებს, რომ რუ­სეთ­მა რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მძაფ­რი მკა­ფიო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დეს ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­დაც­ვი­თი, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის აქ­ტია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია საფრ­თხე­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის­კენ და არა – ვი­ღა­ცის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის­კენ, პრო­ვო­ცი­რე­ბის­კენ ან ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბის წარ­მოქ­მნის­კენ. ასე­ვე, ნატო-ში გა­წევ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნატო-ში არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­რი­სად სტა­ბი­ლუ­რი და და­ცუ­ლია იმის­თვის, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში მის­მა ალი­ან­სში მიწ­ვე­ვამ რა­ი­მე და­დე­ბი­თი როლი ითა­მა­შოს. რო­დე­საც ეს პრობ­ლე­მა უკვე გა­დაჭ­რი­ლი იქ­ნე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აშშ-ის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა მარ­თლაც ძა­ლი­ან მტკი­ცე უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­აა, ნატო-ს სხვა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვი­საც ბევ­რად უფრო ად­ვი­ლი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ამე­რი­კუ­ლი ბა­ზე­ბის აქ გან­თავ­სე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა ასე­ვე ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, რად­გან რუ­სე­თის შე­მოჭ­რის, თბი­ლი­სის ოკუ­პა­ცი­ის და ომის და­წყე­ბის საფრ­თხე რომ აღარ იქ­ნე­ბა, ეს ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­საც წა­ა­ხა­ლი­სებს – თუ ვი­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას აპი­რებს, რა თქმა უნდა, ამის პირ­ვე­ლი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ისაა, რომ ხვალ რომ რუ­სე­თი შე­მო­ვარ­დეს კი­დევ, ისე­ვე, რო­გორც 2008-ში შე­მო­ვარ­და, ამ­ხე­ლა ფული შე­იძ­ლე­ბა, ჰა­ერ­ში გა­მო­ე­კი­დოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი – უსაფრ­თხო­ე­ბა ყვე­ლა­ფე­რი არაა, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­შე ყვე­ლა­ფე­რი არა­ფე­რია. ამის გა­რე­შე ვერც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა“, – აღ­ნიშ­ნავს ღვი­ნე­რია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.