პუტინის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია აქვეყნებს.

“რამდენიმე თვით ის მედიტაციით დაკავდება, ხოლო შემდეგ წასვლის მიზეზებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრებს,” – განმარტა სურკოვის მეგობარმა.

ვლადისლავ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ 2013 წლიდან მუშაობდა. მის საქმიანობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და უკრაინის კონფლიქტიც შედიოდა.

კრემლში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.