“პროკურატურის მტკიცებულებებიც ადასტურებს ჩოლოიანის უდანაშაულობას” – ადვოკატი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ბრალდების მტკიცებულებებიც კი ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიწყება ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევა. ეს იქნება როგორც წერილობითი, ასევე მოწმის ჩვენები. რაც მთავარია, თავად ბრალდების მტკიცებულებებიც კი ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას. სამართლიანი სასამართლო არის გარანტი მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობის დადასტურების“,- განაცხადა მოსიაშვილმა.

ჩოლოიანის სასამართლო პროცესი დახურულია.

ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

  •  
  •  

3 Comments

  1. 토토사이트

    560171 880771Howdy! I just want to give an enormous thumbs up for the wonderful information you might have here on this post. I will likely be coming back to your weblog for far more soon. 820598

  2. acl board dimensions

    673716 818927You produced some decent points there. I looked on the internet for that concern and located most individuals will go together with with the website. 739658

  3. replica watches

    787917 840870Aw, it was a very good post. In concept I would like to devote writing such as this furthermore,?C spending time and specific work to produce a great article?- nonetheless so what can I say?- I waste time alot and never at all appear to obtain one thing completed. 901903

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.