პროკურატურამდე გარეჯის რუკები რუსეთის სპეცსამსახურის გავლით მივიდა

გიორგი თარგამაძის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც უწყებამ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, რუსეთიდან მოიპოვა. 

კერძოდ, წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებას რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.

ინფორმაცია ფორმულას ინფორმირებულმა წყარომ კონფიდენციალურად მიაწოდა. 

ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია “სისტემას” მართავდა. ხიდაშელი იყო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა.

ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ. 

მუბარაშკინი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ადგილობრივი რეზიდენტურების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის ბელგიაში. ხიდაშელი, წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე მყოფი პირია.

“სწორედ უცხოელ ბიზნესმენად მოხსენიებული დავით ხიდაშელია ის პიროვნება, რომლის “მოქალაქეობრივი აქტიურობაც” ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოძიების დაწყების საფუძვლად იქცა. ზემოთ ნახსენები კავშირები სერიოზულ ეჭვებს აღძრავს თავდაცვის სამინისტროს პირველი პირის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ”. – თქვა გიორგი თარგამაძემ გადაცემაში.

დავით ხიდაშელმა 2 ოქტომბერს საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, რომ რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა. 

პროკურატურამ დღეს, 7 ოქტომბერს, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. 

უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”. პროკურატურის მტკიცებით, მელაშვილი და ილიჩოვა საზღვრის დადგენის პროცესში არ იყენებდნენ სათანადო რუკებს.

დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. 

პოლიტიკურ და რუსულ ინტერესებზე ლაპარაკობს ოპოზიციაც. 

აღსანიშნავია, რომ  დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას “მოღალატეობრივი” უწოდა. 

  •  
  •  

15 Comments

  1. ანონიმური

    მოგიტყანთ მეტრაკე მთავრობა

  2. გიო

    რუსეთის უშიშროება დაგვხმარებია ტერიტორიების გადარჩენაში. მადლობია მეტი რა გვეთქმის.

  3. ანონიმური

    პიდარასტი ნოდარა მელაძის კანტორა რა მაგარი ყოფილა. საიდუმლო ოფიცრებს და მათ გაკეთებულ საქმეებს შიფრავენ.რა ყველგან თქვენი აგენტურა გყავთ თქვე გაფუჭებულებო.

    1. ანონიმური

      pidarasti giaro gkavt abashidze egeti unda

  4. ანონიმური

    რუკები აქ არ იყო , თქვე უკუღმა დაბადებულებო?! თუ რამე მისხალი ნდობის გქონდათ დარჩენილი ისიც რუსებს შეთხარეთ!

  5. ანონიმური

    Enas dzvali ar akvs. ramdenis unda ishoraos miwa shvenia. Ha ha…

  6. ანონიმური

    ეგრე იცის, ჰაკიმ ფაშას აპეპელავებული ტვინით, რომ ქვეყნის მართვას მოინდომებ)))

  7. მედეა

    1 938 წელს რუსეთი არ ვიყავით?

  8. ანონიმური

    ჯაღმაიძეს რა ალაპარაკებს,მოიარა ფეხით მთელი ტერიტორია?ან რამე პროტესტი გამოთქვა ?მაგის პროტესტი მხოლოდ და მხოლოდ ისეთია,ქოცების წისქვილზე რო ასხამს წყალს.ისევე ,როგორც მთელი საპატრიარქო,ქოცების მსახურებას მიეცნენ და დაივიწყეს ღმერთიცა და სამშობლოც.სანამ მომვარდებით,ერთი მაგალითი დამისახელეთ,სადაც მეუფეები მსახურებენ ხალხისთვის,არ იხვეჭენ ქონებას და არ ზღუდავენ საკუთარ სამფლობელოებს,როგორც წურბელა ფეოდალები.ღმერთმა ინებოს ,იყოს მათ შორის ერთი ალალი მამაო მაინც.ღმერთთან ამ მამაოების დახმარებით ვერასდროს მივალთ,ამიტომაც ვისჯებით და მარტო ისღა მედარდება, უსამშობლოო მათხოვარ და მაწანწალა ერად არ გადავიქცეთ ამდენი “კეთილისმსურველების”ლოცვა -კურთხევით!

    1. ანონიმური

      ფული და შორენა!!!

  9. ანონიმური

    ის, რომ გარეჯი მოვითხოვოთ იმ საზღვრებში, რაც ისტორიულად ეკუთვნის საქართველოს, თურმე პრორუსულობა ყოფილა. მსგავსი ლოგიკის ურნალისტები რომ გეყოლება ქვეყანაში, მტერი მუდამ გახარებული იქნება. გარეჯი არ არის მხოლოდ მიწა და მონასტერი, სახელმწიფოებროების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. უვიცთა ხროვას ამას ვერ შეაგნებინებ, მაგრამ თუ არ იციათ, გაუგონარ სისულეებს მაინც ნუ წერთ. სირცხვილია ასეთი უსახური სტატიის დაწერა.

    1. ანონიმური

      დაბადებიდან შტერი ხარ თუ შეკვეთით იშტერებ თავუკას?

  10. ანონიმური

    თქვენი უტვინო თავებით რუკაზე უარი უნდა გვეთქვა,რადგან რუსეთში მოიპოვეს? ოღონდ როგორმე გაამართლოდ წინა ხელისუფლება და თუნდ ნახევარი საქართველო წაუღიათ არა? ესეთი მოღალატეები როგორ გაჩნდით საერთოდ.მოდი და ანდე ესეთ ხალხს ქვეყანა.

  11. ანონიმური

    Ბაცბანდა,რატო ბობოქრობთ ,დედები აღარ გყავთ ,

  12. ანონიმური

    საარჩევნოდ ჩორტავიკმა ისევ ჩორტით მოგება გადაწყვიტა როგორც2012ში.მაშინ ბელადმა წამოაყრანტალა ეს ციხის კადრები 2010უკვე მქონდაო.თუ ასე გული შესტკიოდა პატიმრებზე ამ განდონს მაშინვე რატომ არ გამოაქვეყნა?დარჩენილი ორი წლის განმავლობაში თუ მართლა ასეთი ხდებოდა ციხეში რამდენს დაეხმარებოდა არქიფო.მარა არა ეს შეკვეთილი ჩორტი იყო განდონი ჩორტავიკის და ახლაც იგივეს აკეთებს ეს ბებერი თესლი.კადაფის დღეში აღმოჩნდება უეჭველი და ეს პატარა ჭუჭუკები რას ფიქრობენ ნეტავ სად აპირებენ ცხოვრებას.სარკეში ჩაიხედეთ თვალი გაუსწორეთ საკუთარ თავს და დაფიქრდით რამე თუ გააკეთეთ ბელადის სიამოვნების გარდა ამ რვა წელში .თქვენი ტყვნის დრო მალე მოვა და მერე არავინ შეგიცოდებთ.მარტო ლარის კურსი და ეკონომიკის ჩამოშლა მოგიტყნავთ დედებს მერე მანებსაც.თქვენი გაკეთებული ჭავჭავაძის ვენეციაა წვიმის დროს და კარგ ამიდშიც თქვე
    ნი დედების გინება მძღოლებისგან.ჩამონგრეული ვარკეთილის მეტრო და დამწვარი ყველა ბაზრობა.მოგიტყანთ გულით მხარდამჭერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.