“პროდუქტებზე ფასები გაიზრდება” – დისტრიბუტორთა ასოციაცია

პროდუქტებზე ფასები კიდევ მოიმატებს. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

“საეჭვოა, რომ ვინმემ შეძლოს ეროვნული ვალუტის გამყარება. გამყარებულად ჩაითვლება, თუ დაუბრუნდება 2.6 ნიშნულს. მე ვფიქრობ, რომ თუ კურსს 3.2-ის ფარგლებში შევინარჩუნებთ, იდეალური იქნება და თუ 3.2 ნიშნულს გადააჭარბა, ეს აისახება აუცილებლად და პროდუქტებზე ფასებიც გაიზრდება. მოთხოვნა რეალურად შემცირდება და ეს აისახება პირდაპირ ვალუტაზე”, – განაცხადა ჭყონიამ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი ხშირად იცვლება და დოლართან მიმართებით მკვეთრადაა გაუფასურებული. დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0772 ლარს შეადგენს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.