პრემიერი გახარია ქვეყანაში შექმნილ კოვიდმდგომარეობით მანიპულირებს, რადგან ფირქობს ხალხი არჩევნებზე არ მივა და „ქართულ ოცნებას“ ამის იმედიღა დარჩა,“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა ხერხებით ახდენს მანიპულირებას და განაგრძობს მოსახლეობის პირდაპირ დაშინებას იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლა გადაიფიქრონ, ზოგიერთ შემთვევაში კი, ახდენს ამომრჩევლების მოსყიდვას. ვაშაძის თქმით, მისი გუნდი კონკრეტული ფაქტების გამოვლენაზე მუშაობს და საზოგადოებას სულ მალე წარუდგენს. პარტიის პრემიერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს თავი დაანებონ პანიპლაციას, რადგან მისი დამკვიდრვებლები მას არჩევნების გაყალბების შესაძებლობას არ მისცემენ.

„წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ძალიან ცოტაა დარჩენილი ხელისულების შეცვლამდე. თუმცა გახარია და მისი „ფულის მკეთებელთა“ გუნდი არჩევნების შედეგებზე მანიპულირებს და ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს: ეს არის, კორონა ვირუსით ხალხის პირდაპირ დაშინება, იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მისვლის შეეშინდეთ, რადგან ფიქრობენ,რომ ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგი და მოგებიანია და მეორე, ახდენს ამომრჩვლის პირდაპირ მოსყიდვას- სულ უფრო მეტი და მეტი შემთხვევებზე ჩვენამდე აღწევს ინფორმაცია, სადაც ამომრჩევლისგან უბრალოდ ყიდულობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენი გუნდი ამ თემებზე მუშაობს და სულ მალე კონკრეტულ ფაქტებსაც აუცილებლად წარმოგიდგენთ,“ – აცხადებს გიოგი ვაშაძე და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, თავი დაანებონ კოვიდშემთხვევებით მანიპულირებასა და ამომრჩევლის მოსყიდვას, რადგან მათ არჩევნებში მაქსიმუმ 30%-35%-მდე შედეგი მიიღონ.

„რაც არ უნდა მანიპულაცის ხერხებს მიმართოთ, ჩვენ ძალიან ბევრი მოხალისე და მხარდამჭერი გვყავს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი და პროგრამული უზრუნველყოფის მცოდნე პირები, იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მოგცეთ. მაგრამ თუ შეეცდებით მანიპულაციას თქვენ საკადრის პასუხს მიიღებთ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ არ შეშინდეთ კორონა ვირუსით, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც არჩევნები კორონა ვირუსის პირობებში ჩატარდა, არჩევნები არ გამხდარა ვირუსის გავრცელების წყარო, რადგან არჩევნები არის ძალიან ორგანიზებული პროცესი, სადაც ვირუსის გადადების ფაქტობრივად ნულოვანი შანსი არსებობს. ნუ გავხდებით თანამონაწილე იმ კამპანიის, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ხალხის დაშინებაში პირდაპირ ბატონ გახარიას და „ქართულ ოცნებას“ ვადანაშაულებ რადგან ისინი ფიქრობენ სწორედ კორონა ვირუსის ასეთი აგრესიული კამპანიის პირობებში ხალხი არჩევნებზე არ მივა და მხოლოდ ამის იმედი აქვთ, “ – მიაჩნია გიორგი ვაშაძეს.

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    mainc araperi gamova kotesnairi garikas da batumi1 nairi gandonebi sotaa

  2. ანონიმური

    ვაი შენს პატრონს ვაშაძე პრემიერი მაინც ვერ გახდები

    1. ანონიმური

      martla vaishen patrons kle qoco

    2. მეგრი

      სიზმარს ძირიო პრემიერობა სი ტლუ კოჩი,მედინ ვიშო.მიშა მანგარრე ოდო დოგჟეჟუნს

      1. ანონიმური

        megreli sheni ocnebis mona skadi fidaspxodi

  3. slotxo

    Nice blog here! Also your web site loads up very fast!
    What web host are you the usage of? Can I am getting your affiliate hyperlink in your host?

    I want my site loaded up as fast as yours lol

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.