პოლონეთში, ნაყოფის დეფექტის შემთხვევაშიც კი, აბორტი აიკრძალა

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ნაყოფის დეფექტის შემთხვევაშიც კი, აბორტი არაკანონიერად სცნო.

როგორც BBC წერს, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ინცესტის, გაუპატიურების ან დედის ჯანმრთელობის რისკის შემთხვევაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგნი იყვნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, მხარს კი პოლონეთის მმართველი პარტია უჭერდა.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    გადარეული მსოფლიო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.