პოლიციელების მხრიდან რასიზმის მხვერპლმა, ოფიცერი სიკვდილს გადაარჩინა – (ემოციური ფოტო)

აშშ-ში შავკანიანმა მამაკაცმა, რომელსაც წარსულის გამოცდილების გამო ძალზე ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციასთან ურთიერთობაში, თავისი შეხედულებები „გვერდზე გადადო“ და ავარიაში მოყოლილი პოლიციის ოფიცერი ალმოდებული მანქანიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანა.

31 წლის დეილან მაკლი, 2016 წელს უსამართლოდ დააკავეს, როდესაც იგი დის დასახმარებლად ღამის ბარ “დენბარში” ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა პენსილვანიაში. მაკლიმ მოახერხა მამაკაცის განიარაღება, რომელიც ბარის მანქანების პარკინგზე იმყოფებოდა და მოქალაქეებს სროლით ემუქრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი მოქალაქისთვის წართმეული იარაღი მან გადააგდო, ადგილზე მოსულმა პოლიციამ სროლა დაიწყო მაკლის მიმართულებით, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. ფერადკანიანმა ამერიკელმა 1 წელი გაატარა ციხეში სრულიად უსამართლოდ, რომლის შემდეგაც სასამართლომ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების შესწავლის ფონზე გაამართლა და გაათავისუფლეს საპყრობილიდან. ერთ-ერთი ვერსიით პოლიციელების მიერ მის მიმართ ზემოხსენებული ამორალური დამოკიდებულების მიზეზი სწორედ კანის ფერი და რასისტული დამოკიდებულება გახდა- ოფიცრებმა ჩათვალეს, რომ შავკანიანი ადამიანი იყო დამნაშავე მომხდარ ინციდენტში.

მიუხედავად ნეგატიური გამოცდილებისა, მაკლის არ უყოყმანია პოლიციელის გადარჩენაზე როდესაც იგი ავტოავარიას შეესწრო. მას შემდეგ რაც მან შეამჩნია, რომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა შეანგრია ავტომობილის კარები და ოფიცერი სიკვდილს გადაარჩინა. მაკლის თქმით, მისი გადაწყვეტილება რთული არ იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს მას.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.