პოლიციამ ხობში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ხობში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ა. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებული ს.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 1943 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ს.ყ. მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  •  
  •  

One Comment

  1. Enterprise Devops

    280817 972499Can I merely say exactly what a relief to get someone who actually knows what theyre dealing with on the internet. You truly know how to bring a difficulty to light and make it crucial. The diet must see this and fully grasp this side on the story. I cant believe youre not a lot more common because you undoubtedly hold the gift. 707442

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.