პოლიციამ ერთი წლის წინ იცოდა, რომ ამ ბინიდან ისროდნენ – ახლაც არ ამოუღიათ ტყვია – ექსკლუზიური ინტერვიუ

როგორც უკვე ცნობილი, წუხელ ღამით ტყვიას ემსხვერპლა ქალბატონი, რომელიც თავის სახლში ტელევიზორს უყურებდა.

“ალია” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მეზობელთან, რომელიც თვლის, რომ იგივე პირმა ტყვია ახალ წელს მის სახლსაც მოარტყა:

წინა ახალ წელს, ასევე რამდენიმე მჭიდი დაცალეს ჩვენს ეზოში და ტყვია მოხვდა კონდიციონერს, რომელიც ფანჯრიდან არის დაშორებული 30 სანტიმეტრით სულ რაღაც.

ახალ წელს ფანჯრებთან ვერ მივდივართ და აივანზე ვერ გავდივართ, ტყვიების ზუზუნის ხმა ისმის.

ბედობა დღე იყო, დავრეკე პოლიციაში, ვუთხარი რომ კონდიციონერს მოხვდა ტყვია, იქაა ჩარჩენილია და წამიყვანეს გაგარინის მოედანზე, პოლიციის განყოფილებაში.

პოლიციის განყოფილების უფროსი, აშკარად ნასვამ მდგომარეობაში, იჯდა მაგიდასთან, უყურებდა თურქულ სერიალს და მითხრა, რა გინდა, დალიეს, ისროლეს, რა ზიანი მოგადგა, კონდიციონერი გაფუჭდაო?

ვუხსნიდი, რომ საქმე კონდიციონერში არ იყო და ბევრად უფრო დიდი პრობლემის წინ ვდგავართ, გავახსენე გლდანში მომხდარი ფაქტი, მთვრალმა პოლიციელმა გასროლით რომ ბავშვი მოკლა – ვუთხარი, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოჰყვებოდა ჩვენს სამეზობლოშიც მსხვერპლი ასეთ სროლებს, რადგან მთვრალი კაცი, გასროლას კი არა, სიარულს ვერ ახერხებს სრულფასოვნად. დღეს 30 სანტიმეტრით ასცდა ფანჯარას, ხვალ შეიძლება ზუსტად ფანჯარას მოახვედროს და ვინმე იმსხვერპლოს-თქო, ვაფრთხილებდი.

დავწერე განცხადება, მხარზე ხელი მომითათუნეს და გამომიშვეს. დღემდე ის ტყვია ისევ ჩემ კონდიციონერშია, არავის ამოუღია, არავის შეუმოწმებია, მაქვს ეჭვი, რომ წინასწარვე იცოდნენ, ვინ ისროდა და იცოდნენ, რომ თანამშრომლის იარაღი ამოვარდებოდა. შესაბამისად, არ შეამოწმეს.

ჩემ კონდიციონერში ჩარჩენილი ტყვია არის 9 მილიმეტრიანი, ანუ, იგივე მილიმეტრის, რაც არის “მაკაროვის” ტყვია. მე ბალისტიკურ და სხვა ტიპის ანალიზებს ვერ ჩავატარებ, ეგ პოლიციის საქმე იყო. ტყუილად გავატარე ბედობა დღე პოლიციაში ახლობლებთან ერთად, ტყუილად მქონდა იმედი, რომ გამოიძიებდნენ და მიიღებდნენ ზომებს, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.

წუხელ ღამითაც გავიგე სროლის ხმა, ჯერ ერთი მჭიდი დაცალეს და დაახლოებით 1-2 წუთში მეორე. ხმის მიხედვით ვიეჭვე რომ გასროლა იგივე სახლიდან მოხდა.

არ დამეძინა და მოგვიანებით აივნიდან გადავიხედე, იმ სახლში, საიდანაც გასროლა მოხდა, ერთ-ერთ ბინაში პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი და ეზოშიც ვიღაცეები დადიოდნენ და ტყვიებს ეძებდნენ – ოღონდ, არ ვიცი, ტყვიებს ეძებდნენ გამოძიებისთვის, თუ იმ პირის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, ვინც ისროლა.

ტრაექტორიის დადგენა რთული არ იქნება, შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია ვნახოთ, რომ იმ ბინიდან, ჩემი ბინისკენაც თავისუფლად შეიძლებოდა სროლა და გარდაცვლილის ბინისკენაც.

ვწუხვარ, რომ არ მოისვენებს, არ გამოიძიეს მანამ, სანამ ადამიანი არ მოკვდა.

დღემდე არ ვიცი, სად წაიღეს ჩემი განცხადება, სად შეიტენეს, ვფიქრობ და არ ვიცი, მეტად როგორ უნდა მომეხდინა რეაგირება? თავად უნდა გამომეძიებია?

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მახსოვს ეს ამბავი,,,,ეხლა მოიძიეთ ის ნეხვიც და აყერებინეთ თურქულ სერიალებს კამერაში

  2. ნანა

    რათ უნდოდა პოლიციელს სახლში იარაღი როცა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. სრული უკონტროლობა სისტემაში. ჩამოშლილილია სისტემა. კრიმინალებს ამუშავებენ პოლიციაში. მინისტრს სძინავს და მარტო მომიტინგეებს დასდევს. ხიხოს პირადი დაცვისგან მეტს რას უნდა მოელოდო.

    1. ანონიმური

      რა შუაშია სამსახურებრივი მოვალეობა და იარაღი?! ეგ კომუნისტური დიქტატურის იდეოლოგია აფერხებს აზროვნებას და ზღუდავს განვითარებას…
      პოლიცილმა სროლა უნდა იცოდეს! როგორც ფხიზელმა,ისე მთვრალმა!
      როცა დასჭირდება 24 საათის განმავლობაში.!
      და იარაღის ტარების უფლება ასევე უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს , რადგან კრიმინალს ისედაც კიდია ეგ უფლება და ატარებს კიდეც

  3. ანონიმური

    პოლიციის რიგებში 80% უღირსი და ბნელი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ეს ინსტიტუტი ნდობით აღჭურვილ სტრუქტურად

  4. ანონიმური

    ყველა საქონელი პოლიციაში რატომ მიდის???
    იმიტომ, რომ სხვაგან 2 ბატსაც არ ჩააბარებენ…
    მაგრამ ამ საქონლებს პოლიციაში რომ იტანს, იმ სისტემის შემქმნელს რა ქვია???
    არ მითხრათ ეხლა ეგეც მიშას ბრალიაო… იმ ავადმყოფის სისტემა ამ დენდროფილმა დედის რძესავით შეირგო….
    მე პირადად, ინტელექტის ნატამალს რომ ამოიკითხავდი თვალებში, ეგეთი პატრული ჯერ არ შემხვედრია, რაღაცნაირი დედის მიერ დაწყევლილი, ცხოვრებაზე გაბრაზებული, ბოღმიანი ტიპების პარადია… ალბათ არ გამიმართლა და ნორმალურს ჯერ ვერ შევხვდი, მაგრამ ასეთები თუ არიან, იმ საქონლების გვერდზე, როგორ ჩერდებიან?!
    ცხოვრებაში არ დამავიწყდება ღორის თვითკმაყოფილი სიფათის სპეცრაზმელი, დამიზნებით რომ ესროდა მოყვასს პარლამენტთან და თან ავადმყოფური ორგაზმი რომ ეტყობოდა სახეზე, დიახ მოყვასს, რადგან სწორედ საწინააღმდეგო აზრზე მყოფი ქართველების სიძულვილმა დაღუპა ეს ქვეყანა… “შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.” ვოლტერი… ისე, არსად შევარდნებს არ ვემხრობი, ვიცი დამაბრალებენ:-)
    გარდაცვლილს კიდევ არაფერი არ ეშველება… ალბათ ხვალვე დააკრძალინებენ და ისიც 2 კაცის თანხლებით, მესამე კატაფალკის მძღოლი იქნება…:-(

    1. ანონიმური

      ეკლესიაში ადგილები შეივსო

  5. ანონიმური

    Dadasass sheveciuu tkve

  6. ანონიმური

    👍🏻მალადეც ,, ალიას”

  7. eko

    ორი მჭიდი დაცალა ამ ნეხვმა, მაპატიეთ ისე მეშლება ნერვები, ესეთ არაკაცებზე. ჩვენ სახლებში გამოკეტილები ვართ ცხოველებივით და ეს ნეხვი თავის ძმაკაცებთან ერთად აღდგომას აღნიშნავდა. ეს არაა დანაშაული. ყველა დააჯარიმეთ, ვინც იქ იყო შეკრებილი და ის დამპალი პოლიციელი კი, რომელიც იქით უნდა იცავდეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს და ჩაალპეთ ციხეში! დასაჯეთ სამაგალითოდ!

  8. დათა

    როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთი ადგილი…ახალი თაობა უნდა აღიზარდოს წმინდა ფასეულობებზე მარა ძველმა არ უნდა აღზარდოს? ხო და ძველები ესეთ დამპლებად ჩამოვყალიბდით და დილემის წინ ვართ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.