პოლიტპატიმრებიის სიიდან 2 გვარი გამოვიდა – ძაან მძიმედ არის ეს საქმე – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„როგორც მოგეხსენებათ, მე და ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიყავით მოსულები, რათა გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ სერიოზული მზაობა იმ ოთხ საკითხთან დაკავშირებით და იყო თუ არა მზად, წასულიყო კომპრომისებზე. მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები. ოთხივე პუნქტზე ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა ასევე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას.

ახლა დღეს ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით. გაირკვა, რომ წინა რაუნდების მსგავსად, საარჩევნო საკითხებთან, საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მზაობა, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. ახლაც ეს კომპრომისის მზაობა, დათმობები დადასტურდა. პუნქტობრივად მივყვებოდით ამ საარჩევნო რეფორმის თითოეულ საკითხს და რამდენიმე დეტალი რჩება შეუთანხმებელი. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთპროცენტიან ცდომილებას, მზად არიან, რიგგარეშე დანიშნონ”

კითხვაზე, ვის მოიაზრებს ის პოლიტიკურ პატიმრებად, ელისაშვილმა უპასუხა: „მანამდე იყო ხუთი გვარი. იმ ხუთიდან გამოვიდა ორი. ძაან მძიმედ არის ეს საქმე“.

როგორც ჩანს, ელისაშვილი ამ 2 გვარში, გულისხმობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებს, რადგან არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

“დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. ვერც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის წევრი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ეს საკითხი არ განიხილება”

  •  
  •  

9 Comments

  1. ანონიმური

    Ise ifasebs tavs titqos didi xmebi moipova

  2. ანონიმური

    რომელმა გამოძიებამ უნდა გამოიძიოს?მუხთარლის საქმე რომ გამოიძია შე გამოყლევებულო?

  3. ანონიმური

    acalet bijo mag kacs parlamentchi unda da ra qnas didi siri

  4. ანონიმური

    ელისაშვილო ისე იფასებ თავს,რა გახდა რომელი ჩერჩილი შენ ხარ რომ ესე დიდი გულით ხარ თუ შედიხარ შედი თუ არადა მიდი გადაფსი გობეზე

  5. ანონიმური

    😆🤣😃😁😂

  6. ანონიმური

    Es vafshe vin ari ra tavs ifasebs

  7. ანონიმური

    Arcerti qaraquca mecocxe nacisti parlamentshi

  8. Mano

    რაფაჩლუნჰდა ეს ცხბირა რას მკითცაობ არც შენს მისვლას ალეკო არსად არც შენ ლაპარაკს არავისთვის რომ მნიშვნელობა არა აქვს ვერ ხვდები ეს ვინ არის ხისთავიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.